კვლევამ, რომელშიც 200 000-ზე მეტმა მსურველმა საკუთარი ნებით (არავის დაუძალებია) მიიღო მონაწილეობა, დაადასტურა, რომ ღრძილების დაავადება პენისის სისხლძარღვების დაზიანების რისკს ზრდის. კერძოდ კი, მეცნიერების თქმით, ღრძილების დაზიანება პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევას უკავშირდება და ეს პრობლემა ერექციას 2,85-ჯერ ამცირებს.
სპეციალისტების რეკომენდაციით, კბილების გახეხვა საჭიროა დღეში ორჯერ, მხოლოდ ფტორისშემცველი კბილის პასტით. ასევე, სასურველია, დღის მანძილზე კბილის ძაფით სარგებლობა. ამგვარად, ღრძილების დაავადების რისკი (და, გამოდის, ერექციის დაქვეითებისაც) მნიშვნელოვნად შემცირდება.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კაცების უმეტესობას იმპოტენცია 40 წლის შემდეგ ეწყება, თუმცა, იმპოტენცია, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. მისი წარმოქმნის მიზეზი ხშირად, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემებია.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერექციული დისფუნქცია და ღრძილების დაავადება ერთმანეთთან კავშირშია, რადგან ორივე სისხლძარღვებში ერთი და იმავე ტიპის ანთებით არის პროვოცირებული, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია იმ მოლეკულით, რომელსაც CRP (მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს) ეწოდება.
მაშ ასე, თუკი მოვლილი და ჯანმრთელი პირის ღრუ გაქვთ, დაუვიწყარი ორგაზმი გარანტირებულია. ხოლო თუკი ღრძილების პრობლემა დაგეწყოთ, აუცილებლად დაიხედეთ „ქვემოთ“, დაავადება იმაზე მეტად არ გამწვავდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.