რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

საკნატუნო ამბები

20 იანვარი 23:00, 2019 წელი

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.

ხშირად სექსოლოგები ადამიანებს აქტიური სექსისკენ მოუწოდებენ და სქესობრივი აქტივობა ცხოვრების ჯანსაღი წესის ნაწილად განიხილება. გარდა ამისა, ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის „უსექსობა“ აგრესიულობისა და ისტერიულობის სინონიმია. ამგვარი მოსაზრებების შედეგად კი ყალიბდება აზრი, რომ სექსის გარეშე ადამიანი ვერ იქნება ჯანმრთელი და წარმატებული. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არსებობს პრობლემები, რომლებსაც სექსი ვერ წყვეტს.


კანის პრობლემა


ფერიმჭამელების წარმოქმნას კანის ჭარბი ცხიმიანობა უწყობს ხელს, რასაც ანდროგენების დონის მატება იწვევს. ამიტომ სრულწლოვან ასაკში გამონაყარის მოსაშორებლად საჭიროა არა სექსი, არამედ კარგი ენდოკრინოლოგი ან დერმატოლოგი. 


ფიგურის პრობლემები


პოპულარული მოსაზრება, რომ სექსი შესანიშნავი ვარჯიშია, საფუძველს მოკლებულია. სექსი მოძრაობისა და გარკვეული დატვირთვის გარეშე უინტერესოა, თუმცა, რაც არ უნდა ხშირი და ინტენსიური იყოს ამგვარი „ვარჯიშები“, სასურველ ეფექტს მაინც ვერ მივიღებთ. მაგალითისთვის, კაცი ერთწუთიანი სექსის დროს ხარჯავს 4 კალორიას, ხოლო ერთწუთიანი სირბილის დროს - 9 კალორიას. ქალებში ეს მაჩვენებელი 3 და 9 კალორიაა. სექსი არ ვნებს ფიგურას, მაგრამ აი, იმაზე ფიქრი, რომ სექსი დაგიყენებთ ლამაზ უკანალსა და რელიეფურ კუბიკებს მუცელზე, აბსურდია. 


სტრესი


სექსი შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ სულ სხვა საკითხია, როდესაც ადამიანი უკვე სტრესულ მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობის სექსით მოხსნა თეორიულად მშვენიერი იდეაა, თუმცა, პრაქტიკულად ამგვარი რამ ან შეუძლებელია ან სიამოვნებას არ ანიჭებს. 


ექსპერტი სექსუალურ აღზრდაში ემილი ნაგოსკი თავის წიგნში აღწერს, რომ ადამიანების 80-90% სტრესის დროს სექსისადმი ინტერესს კარგავს. მაგრამ არსებობს ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებსაც სტრესულ სიტუაციაში სექსის სურვილი აქვთ. თანაც, ძლიერი და თანმიმდევრული სტრესი ამ სურვილის სტიმულირებას ახდენს და მას ზრდის. თუმცა, სტრესისა და სექსის შერწყმა საბოლოოდ ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, რადგან კმაყოფილებისა და შვების შეგრძნება ამგვარი სექსის შემდეგ ადამიანებს, სამწუხაროდ, არ ეუფლება.


გარკვეული დაავადებების საფრთხე


სექსით გამოწვეული პრობლემების სიაში შედის ერექციასთან, პროსტატიტთან და სპერმის ხარისხთან დაკავშირებული უსიამოვნებები. ქალები კი, რომლებიც სექსის გარეშე ცხოვრობენ, უჩივიან მენჯის არეში ტკივილს, არარეგულარულ მენსტრუაციულ ციკლს და ზოგადად, სექსუალურ აქტთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუმცა, სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი მითია და რომ ეს „შიშები“ აბსოლუტურად განსხვავდება სამეცნიერო და სამედიცინო კვლევის შედეგებისგან. 


სისუსტე


ნებისმიერის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადატვირთვის პერიოდი. ასეთ დროს კი სექსის სურვილი მცირდება. გადაღლილი ორგანიზმის საწინააღმდეგოდ წასვლა და ასეთ დროს სექსით დაკავება კიდევ უფრო მეტ უძლურებას იწვევს. მაგრამ კარგი სიახლე ის არის, რომ სექსის გარეშე ცხოვრება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ასე რომ, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს, აუცილებლად გქონდეთ სექსი. იძულებითი სექსი სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, რადგან ლტოლვა დამოკიდებულია ემოციურ ფონზე.


ბედნიერების შეგრძნების შემცირება


ალბათ, თქვენც გსმენიათ მოსაზრება, რომ ხშირი სექსი განწყობას ამაღლებს, თუმცა ამ მყარ სტერეოტიპს მეცნიერები დაუპირისპირდნენ. მათ ჩაატარეს კვლევა და მონაწილეებს ჰკითხეს, რამდენად გაბედნიერდებიან, თუკი სექსი ორჯერ უფრო ხშირად ექნებათ. კვლევაში მონაწილეებმა აღიარეს, რომ მათ ხშირი სექსის შემდეგ განწყობა არ აუმაღლდათ. იგრძნეს, რომ იძულებითი სექსი სპონტანური სექსისგან განსხვავებით უინტერესოა.


რატომ არ არის სექსი პანაცეა


სექსს გარკვეული უპირატესობები აქვს: ძალების მომატება, იმუნიტეტის გაძლიერება, თუმცა, სექსი არ არის ჯადოსნური საშუალება, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს.


თუკი სტრესის გამო სექსით დაკავება არ გსურთ, ან ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, ან უბრალოდ, სურვილი არ გაქვთ - ეს სავსებით ნორმალურია. მით უმეტეს, არსებობს მდგომარეობა და დაავადებები, რომელთა დროსაც სექსუალური აქტისგან დროებითი თავშეკავება სწრაფად გამოჯანმრთელების აუცილებელი პირობაა. თუმცა, არსებობენ ასექსუალები - ადამიანები, რომელთაც სექსი არ სჭირდებათ. ასე რომ, არავითარი აზრი არ აქვს, საკუთარი თავი აიძულოთ, სექსით დაკავდეთ იმ მიზნით, რომ უფრო ლამაზები და წარმატებულები იყოთ ან დაავადებები აიცილოთ თავიდან. დაკავდით სექსით მხოლოდ სიამოვნებისთვის!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?