13 წარმატებული მსახიობი სახასიათო გარეგნობით

საკნატუნო ამბები

28 იანვარი 14:00, 2019 წელი

მათ დაამტკიცეს, რომ წარმატებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ბრედ პიტივით ან ანჯელინა ჯოლივით ლამაზი იყო...

ტილდა სუინტონი



„ყოველთვის ვიცოდი, რომ ლამაზი არ ვიყავი. ეს დიდი უპირატესობაა. ჩემმა ლამაზმა მეგობრებმა, ადრე თუ გვიან, ყველამ გამოიყენა თავისი სილამაზე. და არამარტო სექსში. მათ მუდამ ახსოვთ, რომ აქვთ ქერა თმა, ცისფერი თვალები, დაბერილი ტუჩები და იციან, რომ შესაბამისადაც უნდა მოიქცნენ. ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც მე ყოველთვის მოკლებული ვიყავი“. (Esquire-თან ინტერვიუდან)


ხავიერ ბარდემი



ხავიერ ბარდემი მიიჩნევს, რომ ბულდოგს ჰგავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, მსახიობის კარიერა გაეკეთებინა. იყო დრო, როცა ის ძალიან ნერვიულობდა თავისი გარეგნობის გამო, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, რომ მისი წარმატების საიდუმლო შარმსა და მომხიბვლელობაშია. „და თუ ამას ჩემს განსაკუთრებულობად ვაქცევ, ის ყველასგან გამომარჩევს“, - გადაწყვიტა ხავიერ ბარდემმა. მას უხერხულობას უქმნის, როცა ბრუტალურ მაჩოდ აღიქვამენ, რადგან რეალურად ის საკმაოდ მორცხვია.


ბიორკი



„საკუთარი თავი მხოლოდ მაშინ არ მომწონს, როცა დაღლილი ვარ. თუ თქვენ ჩემს ორ ფოტოს მაჩვენებთ, სადაც ერთზე მახინჯი ვარ, მეორეზე კი - დაღლილი, ამ უკანასკნელის გამო უფრო შევწუხდები“. (Esquire-თან ინტერვიუდან)


ჰილარი სუონკი



მსახიობი ამტკიცებს, რომ არ ეშინია ექსპერიმენტების და არც იმის, რომ სხვებივით არ გამოიყურებოდეს. სუონკი ხუმრობს, რომ მის კარიერაში წარმატება მოაქვს როლებს, სადაც ის საერთოდ არ ჰგავს ქალს. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღიარა: „16 წლის ასაკში ძალიან გამიჭირდა, გამეცნობიერებინა, რომ უკვე არა პატარა გოგონა, არამედ ახალგაზრდა ქალი ვიყავი. რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, რომ სხვებსაც მოვწონებოდი, რათა წარმატებისთვის მიმეღწია. ყველაფერი ეს ძალიან მანერვიულებდა“.


ქლოია სევინი



ქლოია სევინის ვარსკვლავურ საათად ფილმი „ბავშვები“ იქცა. და მას შემდეგ მსახიობი არანორმალურად პოპულარულია. მას სთავაზობენ ნარკომანების, მანიაკებისა და ხულიგნების როლებს, გოგონებს „მღვრიე თვალებით“. ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე: რა არის მისი სილამაზის საიდუმლო, მსახიობმა უპასუხა, რომ ეს უშვილობაა. „მიმაჩნია, რომ ორსულობა, მშობიარობა და ბავშვების აღზრდა საშინლად აბერებს ქალს. ასე რომ, თუ გინდა, არ დაბერდე, შვილები არ უნდა გააჩინო. ასევე, კარგი გენეტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია“.


ჰიუ ლორი



„ადამიანებს ყელში ამოუვიდათ სრულყოფილი სილამაზე. ის ძალიან მოსაწყენი და ყალბია. იუმორი ბევრად სექსუალურია. ადამიანი გაცილებით მომხიბვლელია, როცა იუმორის გრძნობა აქვს და შეუძლია, თავის თავზე იცინოს. ყველაფერს სერიოზულად უნდა აღიქვამდეთ, აკეთებდეთ და საუბრობდეთ, ოღონდ არა საკუთარ თავზე. ეს გაქცევთ საინტერესოდ“. - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.


ბენედიქტ კემბერბეტჩი



„თავიდან მეშინოდა, რომ შეიძლებოდა საერთოდაც ბორტსმიღმა დავრჩენილიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ნიჭიერებითა და მონდომებით შეიძლება მოიპოვო ის ადგილი, რომელიც ახლა მე მიკავია. და მე მადლიერი ვარ ბედისწერისა, რომელმაც ეს მიკარნახა: ბევრს ვმუშაობდი და... წარმატებაც მოვიდა!“ - ამბობს მსახიობი თავის გარეგნობაზე საუბრისას.


ევა გრინი



გოგონამ არასტანდარტული გარეგნობითა და გამორჩეული ნიჭიერებით, ევა გრინმა ერთხელ ინტერვიუში თქვა: „ლოს-ანჯელესში თავს მახინჯ იხვი ჭუჭულად ვგრძნობ. ან ისე, თითქოს ვენერადან ჩამოვფრინდი“. ეჰ, ნეტა, ყველა ვიყოთ ასეთი მახინჯი იხვის ჭუჭულები!


ტიმ როტი



„უნდა ვაღიარო, რომ მე ბრედ პიტი არ ვარ, - უთხრა მსახიობმა ჟურნალ Esquire-ს, - სამშობლოში ხშირად მადარებდნენ რობერტ კარლაილს (მსახიობი). ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო. ორივენი ინგლისელები ვართ და ორივენი - საშინლად მახინჯები“. - აი, როგორ საუბრობს თავის გარეგნობაზე ტიმ როტი.


სარა ჯესიკა პარკერი



„მაქვს თუ არა სილიკონის მკერდი, ბოტოქსი და დიდი ტუჩები? არა. შევესაბამები თუ არა იმ მამაკაცების იდეალსა და სტანდარტებს, რომლებიც მამაკაცების გამოცემებისთვის წერენ? ალბათ, არა. ვარ თუ არა მართლაც ყველაზე არასექსუალური ქალი მთელ სამყაროში? მაგარია! ცოტა შოკისმომგვრელია, როცა მამაკაცები... ისინი საკმაოდ სასტიკები არიან. ეს ბევრ ქმარს არ მოეწონება, რადგან ასეთ რეიტინგებში მათი აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მე რა შემიძლია გავაკეთო? ვფიქრობ, შეუძლებელია, ყველას მოსწონდე“.


დენიელ კრეიგი



ჯეიმს ბონდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი ჟურნალ Glamour-ის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს მამაკაცურობისა და სექსუალურობის ეტალონად, უპასუხა: „იცით, 5 წელია, რაც დავქორწინდი და ასეთ საკითხებზე მირჩევნია, არ ვიფიქრო. რაც შეეხება ამ როლს, ბონდს ყოველთვის მაგარ ტიპად წარმოაჩენენ. ეს კლიშეა და მე ასეთი იმიჯი არც ისე ძალიან მაინტერესებს. ამიტომაც ვცდილობ, ცოტა უფრო ბუნებრივად ვითამაშო, რათა ჯეიმსი ადამიანი იყოს და არა მუყაოს ფიგურა, თუნდაც ლამაზი.


ვენსან კასელი



ფრანგმა მსახიობმა, რომელიც თავისი სახასიათო გარეგნობის გამო ხშირად თამაშობს ბოროტ პერსონაჟებს, Esquire-თან ინტერვიუში აღიარა, რომ უარყოფითი გმირების განსახიერება ძალიან მოსწონს. „ამერიკელები თავიანთ ფილმებში ყოველთვის ნაძირალების როლებს მთავაზობენ. მე კი მათ სამაგიეროს იმით ვუხდი, რომ ჩემი ნაძირალები უფრო მაგარი ტიპები არიან, ვიდრე მათი გმირები“, - ამბობს ვენსან კასელი.


ქეით ბლანშეტი



ელფების დედოფალს ოდესღაც ბაყაყივით დიდი პირისა და აწოწილი სიმაღლის გამო დასცინოდნენ. „წლების შემდეგ ნაკლებად ვიციკლებოდი საკუთარ თავსა და გარეგნობაზე. ჟამთა სვლა - თითოეული ჩვენგანის განვითარებისთვის ბუნებრივი და საინტერესო ნაწილია“, - ამბობს მსახიობი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?