1. არ მოიკლოთ ძილი
ექსპერტების მტკიცებით, ადამიანს მინიმუმ 8 საათი უნდა ეძინოს, თანაც სასურველია, შუაღამემდე დაიძინოთ. ამ შემთხვევაში ორგანიზმი ძალებს აღიდგენს და დილას ენერგიით სავსე გაიღვიძებთ.
2. მიირთვით შავი ჩაი დილაობით
აღმოჩნდა, რომ შავი ჩაი არა მარტო ენერგიით აგავსებთ, არამედ ვირუსებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. და თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაწუხებთ, მაშინ დღეში ერთი ჭიქა ჩაი, უბრალოდ, აუცილებელია.
3. იურთიერთეთ საყვარელ ადამიანებთან
განწყობა და იმუნიტეტი ერთდროულად რომ აიმაღლოთ, გაატარეთ საღამო ახლობლების წრეში და არასოდეს შეიზღუდოთ თავი, თუ მეგობართან ჩახუტება მოგინდებათ.
4. მიირთვით მეტი ფერადი პროდუქტი
ადამიანები, რომლებიც ვიტამინებითა და მინერალებით სავსე პროდუქტს მიირთმევენ, მრავალი წლის განმავლობაში ივიწყებენ ექიმის არსებობას. ახლა მთავარი: ფერადი პროდუქტები ყველა აუცილებელ ელემენტს შეიცავს, განსაკუთრებით ციტრუსები, ტკბილი წიწაკა და მწვანილები!
5. ჩაიცვით ჩუსტები და თბილი წინდები
საკმარისია, ფეხი გაგიცივდეთ და მაშინვე ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. საქმე ისაა, რომ, როცა ფეხები და ხელები გეყინებათ, სისხლის მიმოქცევა სუსტდება, ინფექციებთან მებრძოლი ლეიკოციტების რაოდენობა იკლებს და თქვენ სრულიად დაუცველი რჩებით მიკრობების წინაშე. ამიტომაც ექსპერტები გირჩევენ, სახლში ჩუსტები ჩაიცვათ, ქუჩაში კი თბილი წინდები.
6. იზრუნეთ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე
იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ შეგექმნათ, ექიმები გირჩევენ, კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა ნატურალური პრობიოტიკებით აღიდგინოთ. ასეთებია: ხორბლის ქატო, ზღვის კომბოსტო, ვაშლი და მისთანანი.
7. ივარჯიშეთ
ვარჯიში არა მარტო ენერგიით აგავსებთ, არამედ იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ. ერთთვიანი რეგულარული ვარჯიშის შემდეგ საერთო მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ და ძილიც მოგიწესრიგდებათ.
8. დაიბანეთ ხელები საპნით
საპონი მავნე ბაქტერიებს კლავს, ამიტომაც ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და არა მარტო სუფრასთან დაჯდომის წინ, არამედ სეირნობიდან დაბრუნებისა და ყოველი დაცემინებისა თუ დახველების შემდეგ.
9. მოაშორეთ ხელები სახეს
რამდენიმე წლის წინათ მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ სახეზე ხელების ხშირი მიკარება ზედა სასუნთქი გზების დაავადების რისკს 41%-ით ზრდის.
10. უყურეთ ტელევიზორს ზომიერად
თუ აქამდე იცოდით, რომ ტელევიზორის ყურება დღეში მხოლოდ 30 წუთი შეიძლებოდა, უნდა გაგახაროთ! ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ მცირე შუალედები დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. ასე რომ, მოიმარჯვეთ პულტი და ჩართეთ საყვარელი გადაცემა, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, დრო და დრო ეკრანს მოსწყდეთ.