+18

სექსის 7 მთავარი „მტერი“, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ

fun time

23:00 ოთხ. 27 იანვარი, 2021 წელი

სექსის მტერი - გაჯეტები

14
დაკოპირებულია

დგება ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ლიბიდო ნულზეა. მხოლოდ საწოლში კოტრიალი, სუსნაობა და საყვარელი ფილმის ყურება გვსიამოვნებს. და რა უნდა ვქნათ, როდესაც ვნება სადღაც ქრება? რას შეუძლია გაანადგუროს სექსდრაივი? გიფიქრიათ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებზე?

ალკოჰოლი

ბევრს სჯერა, რომ ალკოჰოლი აღვიძებს სექსის სურვილს, თუმცა, ეს მცდარი აზრია.
ყველაფერი დამოკიდებულია ალკოჰოლის ხარისხზე, რაოდენობასა და სიხშირეზე. მაგრამ ერთი ფაქტი უდავოდ რჩება: ალკოჰოლი ძლიერი დეპრესანტია.
ამასთანავე, ალკოჰოლის ხშირი მიღება ხელს უშლის საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივი გამონადენის წარმოიქმნას და ამის მიზეზი მთელი სხეულის დეჰიდრატაციაა.
გარდა ამისა, ალკოჰოლი აქვეითებს ორგაზმის შეგრძნებებს.

სტრესი

ჩვენი ორგანიზმი სტრესზე განსაკუთრებული ჰორმონების, კორტიზოლისა და ადრენალინის გამოთავისუფლებით რეაგირებს. კორტიზოლის მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს სექსუალურ ლტოლვაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი სექსზე ფიქრებს თავს არიდებს და ეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენს სხეულს საფრთხე ემუქრება.
ეს, სხვათა შორის, არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსაც ეხება: სტრესის დროს ვიწროვდება სისხლძარღვები, ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რაც კაცებში ერექციულ დისფუნქციას იწვევს.

მოწევა

მოწევა ორგანიზმიდან გამოდევნის ადრენალინსა და სხვა კომპონენტებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს. რაც უფრო ნაკლები რაოდენობის სისხლი მიეწოდება გენიტალიებს, მით უფრო სუსტი და იშვიათია ერექცია. ბოლო კვლევების თანახმად, მოწევა ერექციული დისფუნქციის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზეა.

არასაკმარისი ძილი

ძილის უკმარისობა სისხლში ტესტოსტერონის დონის კლებას იწვევს და, შესაბამისად, ეს ფაქტორი უარყოფითად აისახება ინტიმურ სფეროზე.

წამლები

ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, შესაძლოა, სექსუალური აშლილობის მიზეზი გახდეს. სანამ უცნობი წამლის მიღებას დაიწყებთ, შეამოწმეთ, ხომ არ უწერია უკუჩვენებაში სექსუალური აქტივობის შემცირება?

პორნოგრაფია

ალბათ, გეგონათ, რომ ფილმები მოზრდილებისთვის სექსის სურვილს აღვიძებს? აღმოჩნდა, რომ პორნოფილმების ყურების შემდეგ პარტნიორთან სექსუალური კავშირის სურვილი იკლებს. კვლევების თანახმად, პორნოგრაფიული ფილმების მოყვარულები სექსუალური ურთიერთობის დროს იმ შეგრძნებებს ვერ იღებენ, რისი მოლოდინიც აქვთ.


სოციალური ქსელები

„როდესაც საძინებელში არსებობს მესამე, წყვილი საჭირო განწყობას ვერ იჭერს. სმარტფონი კი სწორედ ის მესამეა“, - მიიჩნევს სექსექსპერტი, ექიმი პრაკაშ კოტარი. ამიტომ, უარი თქვით გაჯეტებით სარგებლობაზე საწოლისკენ წასვლამდე თუნდაც ერთი საათით ადრე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში