წარბების სწრაფად შეღებვა ტატუაჟის ეფექტით

საკნატუნო ამბები

12 თებერვალი 09:00, 2019 წელი

წარბების მაკიაჟი უკვე რამდენიმე წელია, ტრენდული მიმართულებაა და გოგოები წარბების მოწესრიგებას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. თუ გსურთ, დაზოგოთ დრო, განსაკუთრებით დილაობით, გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები. ეს სულ რაღაც 3 ნაბიჯია.

 

ტატუს ნაცვლად - ბუნებრივობა


ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი წარბების ისეთი საფუძვლიანი ცვლილება, როგორიც ტატუაჟია. რა თქმა უნდა, ეფექტი ხანგრძლივია, თუმცა, საკმაოდ ძვირიც. ის, ვინც ბუნებრივობას ანიჭებს უპირატესობას, გთავაზობთ წარბების ფორმირების მასტერკლასს ტატუაჟის ეფექტით. 


რა დაგჭირდებათ?


 



იმისთვის, რომ წარბების მაქსიმალურად სწრაფი და ბუნებრივი მაკიაჟი გაიკეთოთ, დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები და აქსესუარები:



  • ჩრდილი ან პუდრი წარბებისთვის

  • წარბების სპეციალური ფუნჯი (წაკვეთილი თავით)

  • თვალის ასაპრეხი ფუნჯი

  • წარბის ფანქარი

  • წარბის გელი.


ამ აქსესუარების ერთხელ შეძენით ძალიან დიდხანს ისარგებლებთ - წარბების ბუნებრივი ფორმით შესანიშნავ შესახედაობას შეიქმნით.


პირველი ნაბიჯი: მიეცით წარბებს ფორმა


 



თავდაპირველად ოდნავ დაასველეთ თვალის ასაპრეხი ფუნჯი ჩვეულებრივი წყლით და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ფუნჯზე წყლის წვეთები არ დარჩეს. აკურატულად დაივარცხნეთ წარბები ფუნჯით. შემდეგ კი ფანქრის ან წარბის პუდრის დახმარებით გამოყავით წარბების კონტური, ისე, რომ ფორმის კორექტირებაც შეძლოთ. შეეცადეთ, ძლიერად არ დააწვეთ წარბებს და კონტურული ხაზი ოდნავ შესამჩნევი იყოს.


ნაბიჯი მეორე - კონტურის შევსება


 


 



აქ უკვე დაგჭირდებათ წარბის წაკვეთილი ფუნჯი და პუდრი ან ჩრდილი. წაკვეთილი ფუნჯი ოდნავ დაადეთ პუდრს ან ჩრდილს და დაიწყეთ კონტურის შევსება. შეეცადეთ, პირველივე მცდელობაზე ძალიან ბევრი პუდრი ან ჩრდილი არ გამოიყენოთ, რათა ხარვეზის შემთხვევაში გამოსწორება შეძლოთ. თუკი შენიშნავთ, რომ წარბების კორექტირებისას აცდენა მოგივიდათ, შეცდომის გამოსასწორებლად მშრალი ხელსახოცით ისარგებლეთ. 


ნაბიჯი მესამე - დააფიქსირეთ შედეგი


 



ახლა უკვე როდესაც წარბებს ძირითადი ფორმა აქვს, მხოლოდ მიღებული შედეგის დაფიქსირება დაგრჩათ. მოიმარჯვეთ წარბების გელი და ფრთხილად გადაისვით წარბებზე, შეეცადეთ, წარბზე ძალიან მკვეთრი ნაკვალევი არ დატოვოთ. გელი არა მხოლოდ გამოყოფს წარბებს, არამედ მათ ბუნებრივ შესახედაობას შესძენს და შედეგს დღის ბოლომდე დააფიქსირებს.


ამგვარად თქვენი წარბები ძალიან ბუნებრივად გამოიყურება, და თანაც ყოველგვარი რადიკალური მეთოდების გათვალისწინების გარეშე. 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?