გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

საკნატუნო ამბები

13 თებერვალი 23:00, 2019 წელი

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში? 

 

გლობალური გამოკითხვის 10 000-მა მონაწილემ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე გულწრფელად და მოურიდებლად ისაუბრა.


გამოკითხვის თანახმად, რომელიც სექსსათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლელომ“ ჩაატარა, პარტნიორების ყველაზე მეტი რაოდენობა (საშუალოდ, 15-20 პარტნიორი) შვეიცარიის, საბერძნეთისა და ბრაზილიის მცხოვრებლებს ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა შეეცადა, ამ საინტერესო მაჩვენებელს არ ჩამორჩენოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისინი სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ 1-3-ჯერ იცვლიან. იტალიელებისა და ესპანელების ტემპერამენტზე ბევრი გვსმენია, მაგრამ, ამის მიუხედავად, დადგინდა, რომ მათ საწოლში მხოლოდ სამი სხვადასხვა პარტნიორია.  


„მსოფლიოში, საშუალოდ, ადამიანებს 10-20 სექსუალური პარტნიორი ჰყავთ. ყველაზე ხშირად პარტნიორებს 31-დან 40 წლამდე ადამიანები იცვლიან, მათ კი მინიმალური მაჩვენებლით 25-30 წლის ადამიანები მისდევენ“, - აცხადებენ სექსსათამაშოების მწარმოებელ კომპანიაში.


გამოკითხულთა უმეტესობა (30%) მიიჩნევს, რომ შესანიშნავი სექსუალური ცხოვრება აქვთ. 5% საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას „ღვთაებრივს“ უწოდებს. ახალ პარტნიორს კი საწოლში გამოკითხულთა 20% „აგემოვნებს".


გამოკითხულთა 0.99% ამბობს, რომ არასდროს განუცდია ორგაზმი. თითქმის 60% აღიარებს, რომ ორგაზმი კვირაში რამდენჯერმე აქვთ. 18,23%-ს ორგაზმი კვირაში ერთხელ აქვს, ხოლო 12,43%-ს - დღეში ერთხელ ან მეტჯერ.


რაც შეეხება პოზებს, აქ შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ არც ერთი პოზა არ სარგებლობს ისეთი საერთაშორისო პოპულარობით, როგორც მუხლ-იდაყვის პოზა (დოგი სთაილი) და მას 50,41%-მა მისცა ხმა. 


მეორე და მესამე ადგილზე აღმოჩნდა მხედრული (38,24%) და მისიონერული პოზები (34,66%).


გამოკითხვაში მონაწილეები ძალიან გულახდილები აღმოჩნდნენ და არც ის დამალეს, რა უკლავთ მათ ყველაზე მეტად სექსის სურვილს.


პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, სტრესი აღმოჩნდა.


საძინებელში იდილიას, ასევე, არღვევს საკუთარ ორგანიზმთან პრობლემები ან უბრალოდ, შეუძლოდ ყოფნა (30%).


სექსუალურ ვნებასა და სურვილს წამებში აქრობს ვიბრორეჟიმზე ჩართული მობილური ტელეფონიც - ეს მიზეზი გამოკითხულთა 21%-მა დაასახელა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?