ექიმები განმარტავენ, რომ შაკიკის მიზეზი შესაძლოა, იყოს ხშირი დაღლილობა, გონებრივი საქმიანობის დროს დაძაბულობა, სტრესი და, ასევე, ჰორმონალური დარღვევა, თუმცა, შაკიკი ხშირად მემკვიდრეობითაც გადაეცემა.
სწორი კვება შაკიკის შეტევებთან პირდაპირ კავშირშია. არსებობს ვიტამინები, რომელთა უკმარისობა თავის ტკივილს 4-ჯერ უფრო ახშირებს. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების შემდეგ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად იგრძნობთ.
პროდუქტები შაკიკის წინააღმდეგ
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
ამ ელემენტების გარეშე ორგანიზმი სტრესს განიცდის. ადამიანი უფრო ადვილად ღიზიანდება და გონებაგაფანტული ხდება, რაც სერიოზულ უსიამოვნებებს იწვევს ორგანიზმში. ფოლიუმის მჟავა შეგიძლიათ, შემდეგი პროდუქტებიდან მიიღოთ: ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, გოგრა, ჭარხალი და ავოკადო. ხოლო ვიტამინ B12-ს ქათმის კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს.
სპილენძი და რკინა
ამ ელემენტების უკმარისობას ყველაზე ხშირად ქალები განიცდიან. შედეგად იწყება შაკიკის შეტევა, დეპრესია და წნევის ვარდნა. ორგანიზმში სპილენძის მარაგის ასაღებად უნდა მიირთვათ ლობიო, თხილეული და თხის რძისგან დამზადებული ყველი. ხოლო რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის კომბოსტო, მზესუმზირა, მწვანილები, სეზამი და საქონლის ღვიძლი.
ვიტამინი B6
თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნების შესამცირებლად ადვილად მოსანელებელი საკვები უნდა მიირთვათ. ასევე, ამ პრობლემებს ეფექტურად უწყობს ხელს ვიტამინ 6-ის მიღება, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ახალი ბოსტნეული, ლობიო, საქონლის ღვიძლი და მარცვლეული პროდუქტები.
D ვიტამინი
სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომელთაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, თავის ტკივილები 20%-ით მეტად აწუხებთ. ამიტომ მიიღეთ უფრო მეტი რაოდენობით ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის ნაწარმი და, ასევე, პარკოსნები.