როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

საკნატუნო ამბები

17 თებერვალი 23:00, 2019 წელი

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.

ავსტრალიელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, როგორ მოქმედებს ჩვენი სექსუალური სურვილი საკვებზე. პირველ ექსპერიმენტში ფსიქოლოგებმა სტუდენტების წინაშე მოახდინეს ისეთი მიმზიდველი კაცებისა და ქალების გამოსახულების დემონსტრირება, რომელთაც არ ჰქონდათ პროვოკაციული სექსუალური ქვეტექსტი. შემდეგ კი, ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს, გაეკეთებინათ არჩევანი ძროხის ხორცსა და ვეგეტარიანულ საკვებს შორის. 


მეორე ექსპერიმენტში გამომცდელები ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთი ჯგუფის მონაწილეებს 5 წუთის განმავლობაში უნდა წარმოედგინათ შემდეგი სიტუაცია: ხვდებიან საპირისპირო სქესის მიმზიდველ ადამიანს, რომელთანაც ატარებენ რომანტიკულ საღამოს და მათ შორის ჩნდება გრძნობა. 


ექსპერიმენტში მონაწილე მეორე ჯგუფს უნდა წარმოედგინა მეგობრებთან ერთად მხიარული საღამო. შემდეგ კი გაეკეთებინათ არჩევანი ჰამბურგერსა და ვეგეტარიანულ საკვებს შორის. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მკვლევარებმა კიდევ ერთი, მესამე მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს.


შედეგი ცალსახა იყო: კაცებმა, რომლებიც სექსუალურად აღგზნებულები იყვნენ, უფრო მეტად აირჩიეს ხორცი, ვიდრე იმ კაცებმა, რომლებიც იმ მომენტში სექსუალურ ლტოლვას მოკლებულები იყვნენ.


ქალებში საპირისპირო ეფექტი დაფიქსირდა: „რომანტიკული“ სცენარის შემდეგ ქალებმა უფრო მეტად ვეგეტარიანული ვარიანტი აირჩიეს, ვიდრე მეგობრებთან ერთად გატარებული მხიარულების შემდეგ.  


„პარტნიორის ძიების სურვილი იმდენად საფუძვლიანად არის გამყარებული ჩვენს ფსიქიკაში, რომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საკვების არჩევაზეც“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ექიმი იუჯინ ჩანი.


„პრეისტორიულ და ახალ დროში ხორცი ყოველთვის იყო სტატუსის სიმბოლო, ხოლო სტატუსი ნიშნავს ძალაუფლებას, შესაძლებლობას, რესურსებზე წვდომას. არსებობს ტრადიციულად ისეთი ფაქტორები, რომლებიც კაცის „საბაზრო ღირებულებას“ ამაღლებს. თუკი კაცებს აქვთ სექსუალური მოტივაცია, ისევე, როგორც მოცემულ ექსპერიმენტებში, ისინი იქცევიან ისე, როგორც, მათ წარმოდგენაში, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან. ქალი „პარტნიორის ბაზარზე“ გამოირჩევა გარეგნობითა და ჯანმრთელობით და არა სტატუსით. ამიტომ, პარტნიორის ძიების დროს ქალი ყოველთვის ვეგეტარიანულ საკვებს ანიჭებს უპირატესობას“, - განმარტავენ მეცნიერები. 


არის სიტუაციები და უამრავი მიზეზი იმისთვის, რომ თქვენ, კაცს თუ ქალს, გიყვარდეთ ხორცი, ბოსტნეული, ხილი ან თბილი რძე თაფლით, თუმცა, იდეა სასაცილო და ცოტა სულელურია, რომ 2019 წელს კაცებს საკუთარი მამაკაცურობის დასამტკიცებლად ხორცის შეკვეთა სჭირდებათ.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?