ის, რასაც ქალი მამაკაცს არასოდეს აპატიებს...

საკნატუნო ამბები

2 მარტი 14:00, 2019 წელი

ბევრი გოგოსთვის ხელგაშლილობა მამაკაცის მთავარი ღირსებაა - ყველაზე ხელგაშლილი ცნობილი მამაკაცები...

დევიდ ბექჰემი



10 წელზე მეტია, რაც დევიდი ქველმოქმედებას ეწევა. 2005 წელს ის საქველმოქმედო ორგანიზაცია UNICEF-ს შეუერთდა, ხოლო 2015 წელს თავად შექმნა ფონდი „7“. ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლებს და სერიოზული დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ბექჰემი ახლობლების დაბადების დღეებზეც მსხვილ თანხებს ხარჯავს. ამ ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა საკუთარი მეუღლის ბიზნესში 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჩადო. გარდა ამისა, ის მუდმივად ჩუქნის ცოლს ძვირფას საჩუქრებს: ერთ-ერთ საოჯახო დღესასწაულზე ვიქტორიამ საყვარელი მეუღლისგან ნიანგის ტყავის უძვირფასესი ჩანთა მიიღო, რომელსაც $280000-ად ღირებული ცისფერი ბრილიანტი Blue Diamond Porosus Crocodile Birkin bag ამშვენებდა.


კიანუ რივზე



ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან სერიოზული კიანუ რივზი პოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ხელგაშლილი მსახიობია. მას არაერთხელ უთქვამს უარი საკუთარი ჰონორარის მნიშვნელოვან ნაწილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმი კარგი გამოსულიყო. მაგალითად, თავისი $80 მილიონი ფილმ „მატრიცაზე“კოლეგებს გაუნაწილა, მეორე შემთხვევაში კი საკუთარ ფულის ნაწილზე თქვა უარი, რათა რეჟისორს ფილმ „ეშმაკის ადვოკატზე“ ალ პაჩინოს აყვანა შეძლებოდა. „ჯაჭვური რეაქციის“ გადაღებებზე კი რამდენიმე კვირის განმავლობაში კიანუ იხდიდა მთელი გადამღები ჯგუფის სადილის ფულს. რივზს აქვს საკუთარი კერძო ფონდი, რომელიც კიბოს წამალზე მუშაობას აფინანსებს და ასევე ეხმარება ბავშვთა საავადმყოფოებს.  სწორედ აქ აბანდებს კიანუ უმსხვილეს თანხებს. ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, მსახიობი არ ახდენს კეთილი საქმეების აფიშირებას. მეტიც, ეს ფონდი მის სახელსაც კი არ ატარებს.


ჯონი დეპი



ჯონი დეპიც ეწევა ქველმოქმედებას და ხშირად სწირავს მსხვილ თანხებს სხვადასხვა ფონდს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის რაოდენობა საიდუმლოა, რამდენიმე ციფრი მაინც გაცხადდა: მაგალითად, ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოს, სადაც 2007-ში მისი ქალიშვილი მკურნალობდა, დეპმა $1.5 მილიონი შესწირა, ქალთა დახმარების ფონდმა კი მისგან $350 ათასი მიიღო. გარდა ამისა, ჯონი დეპი პირადადაც ეხმარება ადამიანებს: ერთხელ ის ერთ-ერთი იმ ფანის მშობლებს გამოეხმაურა, რომელიც ავარიის შემდეგ კომაში ჩავარდა. გოგონასადმი თბილი მიმართვა ჩაწერა და აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად. მსახიობი საკმაოდ ხელგაშლილია მომსახურე პერსონალთანაც: ერთხელ, მაგალითად, $4000 დატოვა „ჩაისთვის“.


დრეიკი



გასულ წელს კლიპის გადაღებისას დრეიკმა ლამის მილიონი დოლარი დაურიგა სრულიად უცხო ადამიანებს. ამ აქციის პერიოდში, ის ქეშს აძლევდა უბრალო გამვლელებს მაიამიში, ამასთანავე, წერდა ჩეკებს უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად, სუპერმარკეტებში საყიდლების ფული გადაუხადა ადამიანებს, საბავშვო ბაღებში საჩუქრები დაურიგა პატარებს, ზოგიერთს ახალი ავტომანქანის გასაღები გადასცა, სკოლებსა და სახანძრო დეპარტამენტს თანხები შესწირა... თავად დრეიკმა ამ ქველმოქმედებას ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა უწოდა საკუთარ ცხოვრებაში.


ჯორჯ ლუკასი



„ვარსკვლავური ომების“ რეჟისორი უხვად ასაჩუქრებს საგანმანათლებლო ორგანიზაციების. 2006 წელს მან $175 მილიონი გადაურიცხა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს, სადაც თავად სწავლობდა. 2012 წელს, საკუთარი კომპანიის გაყიდვის შემდეგ, უდიდესი ნაწილი - #4 მილიარდი ქველმოქმედებაში დახარჯა. მის ხელგაშლილობაზე მეტყველებს ისიც, რომ აქციის „შემოწირულობის ფიცის“ ფარგლებში რეჟისორმა პირობა დადო, რომ თავისი შემოსავლის ნახევარს ქველმოქმედებაზე მიმართავს.


მარკ ცუკერბერგი



ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში შეუერთდა მარკ ცუკერბერგი აქციას „შემოწირულობის ფიცი“ და მას შემდეგ გულუხვად დებს ფულს ქველმოქმედებაში. მაგალითად, $25 მილიონი გადაურიცხა მან ვირუსების გავრცელების კონტროლის ცენტრს. ასევე, $100 მილიონი გაიღო სასკოლო რეფორმისთვის. #75 მილიონის სან-ფრანცისკოს ჰოსპიტალისთვის შეწირვისთვის კი მის ერთ-ერთ განყოფილებას მარკის სახელი უწოდეს. და მაინც, თავისი მთავარი ნაბიჯი ცუკერბერგმა 2015 წელს, ქალიშვილის დაბადების შემდეგ გადადგა. მან პირობა დადო, რომ ფეისბუკის აქციებიდან შემოსული თანხის 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარს (იმ პერიოდისთვის კომპანია $45 მილიარდად იყო შეფასებული). მარკმა მეუღლესთან ერთად შექმნა ფონდი, რომელმაც დაახლოებით $1.8 მილიარდი დაახარჯა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტს.


ლეონარდო დიკაპრიო



ლეონარდი დიკაპრიო დიდ ფულს ხარჯავს ბუნების დაცვაზე. 1998 წელს მსახიობმა დააფუძნა ფონდი, რომელიც ამ პრობლემებითაა დაკავებული. 2014 წლიდან ლეო ООН-ის მშვიდობის ელჩიცაა. გარდა ამისა, მან 3 მილიონი დოლარი გადარიცხა ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში. და არც ისე დიდი ხნის წინ $15 მილიონი გამოყო გრენლანდიაში სპეციალური სადგურის ასაშენებლად, რომელიც თოვლის დონეს გააკონტროლებს.


ლეო თავის შეყვარებულებსაც ყოველთვის გულუხვად ასაჩუქრებდა. იტალიაში დასვენება იქნება ეს 70 ათას ევროდ თუ ეკოლოგიური „ტოიოტა პრიუსი“, ლეონარდო დიკაპრიოსთვის პრობლემა არ არის.


ჯეი ზი



ჯეი ზიც დაკავებულია ქველმოქმედებით. საკუთარ ფონდში მან $1 მილიონს მოუყარა თავი. წლის დასაწყისში კი, თავის მეუღლე ბიონსესთან ერთად, სიურპრიზი მოუწყო თავის ვეგან თაყვანისმცემლებს - გაათამაშა სამუდამო ბილეთი თავის კონცერტზე. რეპერი ხშირად უკეთებს ძვირფას საჩუქრებს მეუღლეს: ბეი Birkin-ის #350 ათასიანი ვინტაჟური ჩანთის ბედნიერი მფლობელი და $4 მილიონიანი კუნძულის დიასახლისია. Lorraine Schwartz-ის თეთრი ოქროს 18-კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი კი მომღერლის ქმარს $5 მილიონი დაუჯდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?