მუდრა („ბედნიერების მომტანი“) - ეს არის ხელის სიმბოლური ჟესტი, თითების იოგა, რომელიც შინაგანი სიმშვიდის გამომუშავებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. მუდრას ჟესტები შექმნილია სხეულისა და გონების სტიმულირებისთვის. გაეცანით 8 ძირითად ჟესტს:
1. გიან-მუდრა (ცოდნის ჟესტი)
ეს ჟესტი ავითარებს ენთუზიაზმს და შემოქმედებით აზროვნებას. ხელს უწყობს სულიერი დაძაბულობისა და აშლილობის მოხსნას.
2. ვააიუ-მუდრა
ეს ჟესტი სხეულს ეხმარება დაღლილობის მოხსნაში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
3. ააკაშ-მუდრა
ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს დარდის, წუხილის, სიბრაზისა და პრობლემების მოშორებას.
4. შუნია-მუდრა
თითების ამგვარი მდგომარეობა ხელს უწყობს ტკივილებისა და სპაზმების მოხსნას. სასურველია, ეს ჟესტი დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს შეასრულოთ.
5. პრიტვი-მუდრა
ჟესტი, რომელიც, ასევე, ხსნის დაღლილობას და ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას. აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს.
6. სურია-მუდრა
თუკი ზედმეტი წონა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ამ ჟესტს. თითების ამგვარი მდგომარეობა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს მეტაბოლიზმს. ეს ჟესტი იდეალურია მათთვისაც, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებთ.
7. ვარუნ-მუდრა
ეს ჟესტი დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის მოხსნაში. ამ ჟესტს, ასევე, მიმართავენ ართრიტისა და კრუნჩხვების დროს.
8. ჟალ შაამაკ-მუდრა
ხელის ეს მოძრაობა კარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ზედმეტად აქტიური საოფლე ჯირკვლები აქვთ და თვალებიდან ცრემლდენა აწუხებთ.