ღამით ოფლიანობის 5 მიზეზი

საკნატუნო ამბები

7 მარტი 09:00

თუკი ღამე ხშირად გაღვიძებთ ოფლიანობა და ფიქრობთ, რომ უმიზეზოდ ოფლიანობთ, სინამდვილეში მიზეზი, რა თქმა უნდა, არსებობს - აი, რამდენიმე მაგალითი ამაში დასარწმუნებლად.

 

1. ალკოჰოლი
ძალიან ბევრი თუ ცოტა - ორივე ვარიანტი შეიძლება გახდეს ღამის ოფლიანობის მიზეზი. ალკოჰოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და, ფაქტობრივად, სხეულის ყველა ნაწილზე. სპირტი აჩქარებს პულსს და აფართოებს სისხლძარღვებს. თუკი ორგანიზმი ამ ნიშნებზე მიგანიშნებთ, მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი. 



2. დაავადებები და წამლები
ღამის ოფლიანობა, შესაძლოა, დაავადებებსა და მედიკამენტებს უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ვირუსული ინფექცია ან გრიპია, როდესაც მატულობს ტემპერატურა და ორგანიზმი დაავადებას ებრძვის. ოფლიანობა ზოგჯერ დიაბეტზე ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიანიშნებს. ოფლიანობას იწვევს ანტიდეპრესანტებიც და სხვა პრეპარატებიც.


3. სტრესი


ხშირად სტრესი გარეგნულად არ შეინიშნება, მაგრამ სხვადასხვა სიმპტომებით გამოიხატება. მათ შორის, ოფლიანობითაც. სტრესისგან გათავისუფლება შესაძლებელია სუნთქვითი ვარჯიშებით, მედიტაციით, იოგითა და სპორტით.


4. სპორტი
ვარჯიშის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება სითბო, რომელიც თანდათანობით გადის სხეულიდან, მათ შორის ძილშიც.


5. მატრასი და თეთრეული
მათი შემადგენლობიდან გამომდინარე ორგანიზმი ხშირად ხურდება, რაც იწვევს ოფლიანობას. სხეულის გარშემო აუცილებლად უნდა ტრიალებდეს ჰაერი, ხოლო საძინებელში უნდა იყოს სიგრილე. თუკი თქვენს საძინებელში საკმარისზე მაღალი ტემპერატურაა და თეთრეულიც არ გაძლევთ ღამით მოსვენების საშუალებას, ახლა უკვე იცით მიზეზი და აუცილებლად გაითვალისწინეთ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?