ცხოვრება კაცის გარეშე: სრული სიმართლე ქალურ შიმშილზე

საკნატუნო ამბები

22 მარტი 23:00, 2019 წელი

მარტოხელა ქალების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ვიღაც დაიღალა იმ ადამიანთან ცხოვრებით, ვინც არ უყვარს, ვიღაც ჯერაც ვერ შეხვდა საოცნებო მამაკაცს, ხოლო ზოგს წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება აქვს.

ცხოვრება კაცის გარეშე


მარტოობის აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზები არსებობს. ხშირად მარტოხელა ქალებს არ ბეზრდებათ იმაზე საუბარი, რა კარგია მარტო ცხოვრება, რა ბედნიერებაა, იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი, თუმცა, ყველა ამ მიზეზს ერთი ახსნა აქვს: ეს არის „ქალის შიმშილი“ - ემოციური თუ სექსუალური, მაგრამ, როგორც წესი, ეს ორი შიმშილი ერთდროულად იჩენს თავს.


ემოციური შიმშილი


საინტერესოა, ლამაზია, კეთილია, მაგრამ ვერა და ვერ ნახა მეორე ნახევარი - გსმენიათ, ალბათ, ბევრჯერ. ხშირად გარშემომყოფები კი არა, თვითონ ქალებიც ვერ ხვდებიან ამის მიზეზს. კაცები ინტერესდებიან და პაემანს უნიშნავენ. თავიდან ყველაფერი შესანიშნავად მიდის, მზრუნველობა, სეირნობა... ქალს თავდავიწყებით უყვარდება, მეტი გაჩუმება არ შეუძლია, მთელ თავის შინაგან სამყაროს, თავის აზრებს უზიარებს. ეუბნება, როგორი შესანიშნავი ადამიანია, რამდენ ხანს ელოდა მასთან შეხვედრას, მაგრამ აი, უკვე ერთი ან ორი თვის შემდეგ კაცი უბრალოდ ქრება. კვლავ ნერვიულობა და ცრემლები. ამ დროს ქალს მხოლოდ ერთი კითხვა არ ასვენებს - „რატომ?"


პასუხი ნათელია: ეს ემოციური შიმშილია


ემოციები უდიდეს როლს ასრულებს ქალის ცხოვრებაში. ემოციები ჰაერივით გვჭირდება. მარტოხელა ქალი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, სამწუხაროდ, ემოციების უდიდეს დეფიციტს განიცდის. როგორც კი მამაკაცს შეხვდება, ის ნარკომანივით ცდილობს, მიიღოს მორიგი დოზა. თავს ევლება, მისდამი დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენს, მთელ თავის სითბოს მხოლოდ მას ჩუქნის. სწორედ ასე ცდილობს ის საკუთარი ემოციური შიმშილის დაკმაყოფილებასა და ანაზღაურებას.


შედეგად კაცი გარბის


და ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ამგვარი მზრუნველობა და ყურადღება მისთვის მიუღებელია. ფიქრობს, რომ ზედმეტად ყურადღებიანი და მზრუნველი ქალი მისგანაც დიდ ყურადღებას მოითხოვს და ასეთი ქალის გვერდით ყოფნა მისთვის აუტანელი იქნება. არასდროს მისცემს მას საკუთარ სივრცეში ყოფნის საშუალებას. მას ესმის, რომ წინ უამრავი დაბრკოლება და სკანდალი ელოდება „ქალისადმი უყურადღებობის გამო“. კაცები ჭკვიანები არიან და მალევე ხვდებიან, რომ ასეთი ქალი ემოციურად ცოდოა და სწორედ ის უნდა გახდეს მისთვის საჭირო ემოციების წყარო, რაც, როგორც წესი, აშინებს და აბრკოლებს კაცებს ქალთან ურთიერთობაში.


გამოსავალი?


ყველაზე მთავარია, ქალმა გააცნობიეროს, რომ კაცთან საჭიროა, იყოს გულწრფელი და არ ითამაშოს. და ქალმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციური შიმშილის დაკმაყოფილება. უნდა განვითარდეს, ისწავლოს და მიიღოს განათლება. მისი ცხოვრება უნდა იყოს საინტერესო. სწორედ მხოლოდ ამ დროს არ გახდება კაცი მისთვის დადებითი ემოციების მიღების ერთადერთი წყარო. მხოლოდ ამ დროს არ იჯდება ტელეფონით ხელში საათობით ზარის მოლოდინში. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა და საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბება.


სექსუალური შიმშილი


ინტიმური სიახლოვის არარსებობა ქალის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. ღამე ხშირად ნახულობს ეროტიკულ სიზმრებს, დროთა განმავლობაში ნერვებიც უღიზიანდება. ქალი თანდათანობით გადაიქცევა აუტანელ არსებად. ხშირად, მთელი თავისი ძალისხმევით ეცდება, დაანახოს გარშემომყოფებს, რომ „მშიერია“. გამოირჩევა თამამი ჩაცმულობით და გამომწვევი ხასიათით. საუბარში უფრო და უფრო ხშირად იყენებს უცენზურო სიტყვებს, გამუდმებით აკვირდება გამვლელ კაცებს. ხანგრძლივი თავშეკავება, რა თქმა უნდა, საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურადაც, რადგან თანდათანობით სექსუალური სურვილი გადაშენდება. განვითარდება ინტიმური სიახლოვის შიში, ხოლო ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ სექსუალური აქტი, შესაძლოა, სასიამოვნოს ნაცვლად მტკივნეული აღმოჩნდეს. ამ პრობლემის გადაწყვეტა ერთია, არ იყოთ დიდხანს მარტო. საჭიროა უბრალოდ იპოვოთ თქვენი ადამიანი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, როგორც ამბობენ, საკუთარ თავს თავად „უშველოთ“. შესაძლოა, იპოვოთ ვიღაც ერთი ღამისთვის, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გჭირდებათ. ეს არ მოგანიჭებთ ნამდვილ ემოციურ სიამოვნებას ინტიმური სიახლოვისგან. სანამ ძიებაში ხართ, არ დაგავიწყდეთ საკუთარი სხეულის გათამამება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით. ეს შესაძლოა, იყოს დამამშვიდებელი აბაზანა, მასაჟის კურსი ან უბრალოდ, სასიამოვნო თეთრეული.


ცხოვრება კაცის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ თავისი მახასიათებლები მაინც აქვს. თუკი არ გამოგიცდიათ არც ემოციური და არც სექსუალური შიმშილი, ე.ი. საკუთარ თავთან ჰარმონია იპოვეთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გისურვებთ, გიყვარდეთ და უყვარდეთ!


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?