როგორ ვატყუებთ კოლეგებს ყოველდღე - 9 ფრაზა

როგორ ვატყუებთ კოლეგებს ყოველდღე - 9 ფრაზა

საკნატუნო ამბები

9 აპრილი 14:00, 2019 წელი

როგორც აღმოჩნდა, ადამიანების უმეტესობა სამსახურში დღეში ორ-სამჯერ მაინც იტყუება და ამ ტყუილს „სასარგებლო ტყუილს“ ეძახის.

1. „ეს ძალიან სასაცილოა“


კოლეგა ან ხელმძღვანელი შეიძლება მართლაც საშინელ ანეკდოტს მოჰყვეს, რომელიც სულაც არაა სასაცილო, მაგრამ, მას ამას არავინ იტყვის. უმრავლესობა მთხრობელის იუმორს შეაქებს ან, სულ მცირე, გაიღიმებს მაინც, თავაზიანი რომ გამოჩნდეს.


შეგონება: სანამ იხუმრებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად სწორად შეარჩიეთ ამისთვის დრო და ადგილი. თავი არ მოიტყუოთ, რომ თანამშრომელთა სიცილი და ღიმილი თქვენს შესანიშნავ იუმორზე მეტყველებს. და არ დაგავიწყდეთ, ზოგიერთ კომპანიაში უკბილო ხომრობისთვისაც კი ათავისუფლებენ.


2. „ეს ჩემი იდეა იყო“


თანამშრომლებიდან ბევრს არ შეუძლია პატიოსნად იმის აღიარება, რომ რაღაც არ გამოუვიდა. ხშირად კითხვაზე: „ეს შენი იდეაა?“ დადებითი პასუხი ისმის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში მოტივი ბანალურია: თამასა აიწიოს კოლეგებისა თუ ბოსის თვალში.


შეგონება: არ შეგეშინდეთ მარცხის აღიარების. გახსოვდეთ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ისეთებს, ვისთანაც საბოლოოდ აუცილებლად მოდის წარმატება. და არც ის დაგავიწყდეთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და თავის მართლება გაცილებით რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.


3. „სამსახურში უამრავი საქმე მაქვს“


ამ ფრაზას ის თანამშრომლები იყენებენ, რომლებიც საქმეს ვერ ასწრებენ ან დამატებითი ვალდებულებების აღება არ უნდათ. უფრო მარტივია, მოიმიზეზოთ, რომ დაკავებული ხართ და ეს უამრავი არგუმენტით გაამყაროთ, რათა შემდეგ ის გამოთავისუფლებული დრო ფეისბუკსა და ინსტაგრამზე გაატაროთ.


შეგონება: ამ ფრაზის ნაცვლად, უმჯობესი იქნება კოლეგებსა და ბოსს თქვენი დავალებების ჩამონათვალი წარუდგინოთ და გულახდილად აღიაროთ, რომ საქმის ხარისხიანად კეთებისთვის 1-2 საათით შესვენება თქვენც გჭირდებათ. ასე მეტად მადლიერიც გამოჩნდებით და პატიოსანიც.


4. „საცობში მოვყევი“


ეს არის ყველაზე გავრცელებული ფრაზა დაგვიანების შემთხვევაში. და ამაზე კამათი, თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ძალიან ძნელია - დილაობით გზები მართლაც გადატვირთულია. თუმცა გამოკითხვისას ბევრმა აღიარა, რომ ზოგჯერ დაგვიანებისას საცობებს იმიტომ იმიზეზებენ, რომ არ სურთ, გაამხილონ, რომ მაღვიძარას ხმა ვერ გაიგეს, ან დიდხანს ამზადებდნენ საუზმეს და ელემენტარულად, სწორად არ გადაანაწილეს დრო.


შეგონება: თქვენი ხელმძღვანელისთვის დიდი პრობლემა არ იქნება, გადაამოწმოს, მართლაც იყო თუ არა საცობი თქვენს გზაზე. ამიტომაც ასჯერ დაფიქრდით, სანამ ამ ფრაზას იტყვით.


5. „დარწმუნებული ვიყავი, რომ გავაკეთე“


ამას ბოსს ის ეუბნება, ვისაც დაავიწყდა ან საერთოდ არ უნდოდა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. „მეგონა, რომ წერილი გავაგზავნე, ცხრილი შევადგინე, ანგარიში გავაკეთე“ და ა.შ.


შეგონება: ოფისში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ფრაზით თავის მართლება ისეთივე უბრალო და გაცვეთილია, როგორც სკოლის პერიოდის „დღიური სახლში დამრჩა“.


6. „ფულისთვის კი არ ვმუშაობ, არამედ იდეისთვის“


ამ ფრაზას, ძირითადად, ორი მიზეზით ამბობენ: ერთი - როდესაც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებენ. ამით ადამიანები თავიანთ არარეალიზებულ ამბიციას ამართლებენ. და მეორე - როდესაც იმდენად დიდ თანხას გამოიმუშავებენ, რომ ქვეცნობიერის დონეზე სირცხვილის გრძნობა უჩნდებათ ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანების წინაშე.


შეგონება: არასოდეს გააუფასუროთ თქვენი შრომა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლაც დანაზოგით ცხოვრობთ და ოფისში მხოლოდ იმიტომ დადიხართ, რომ სხვებს დაეხმაროთ ან თქვენი გენიალური გეგმა განახორციელოთ. ცხოვრება ძალიან ცვალებადია და ხელმძღვანელობა აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში, რომ თქვენ არა მარტო სოციალურ კიბეზე გჭირდებათ წინსვლა, არამედ ფინანსურზეც.


7. „ავად ვარ და სამსახურში ვერ მოვალ“


არავინ კამათობს იმაზე, რომ ადამიანმა გამოსასვლელი დღე უნდა აიღოს, თუ ის ავადაა. გამოკითხვებით კი ირკვევა, რომ ბევრი თანამშრომელი ამ ფრაზას კარგად ყოფნის შემთხვევაშიც იყენებს, რათა პირადი საქმეები მოაგვაროს ან, უბრალოდ, დაისვენოს.


შეგონება: ჯანმრთელობას ნუ ეხუმრებით. თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, პატიოსნად უთხარით ამის შესახებ ხელმძღვანელობას. ყოველ შემთხვევაში, არ მოგიწევთ დაავადებების სიმპტომების გამოგონება და იმის ახსნა, როგორ მოახერხეთ ასე უცებ გამოჯანმრთელება.


8. „სიამოვნებით შეგხვდებოდი სამსახურის შემდეგ“


ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია კოლეგებისა და ხელმძღვანელებისთვის მეგობრულ შეხვედრაზე უარის თქმა. აი, ასეთ დროს ამბობენ ხოლმე: კარგი იქნებოდა, შევხვედრილიყავით, მაგრამ... და ამის შემდეგ მოდის ყველა შესაძლო მიზეზი თავის მართლებისთვის, როგორიცაა „ბებიის იუბილეს უნდა დავესწრო“ და მსგავსი „მნიშვნელოვანი საქმეების“ მომიზეზება.


შეგონება: თუ სამსახურში დაწინაურებაზე ფიქრობთ, მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით არაფერი გამოვა. კომუნიკაბელურობა და ურთიერთობები აუცილებელია, რათა ყველამ „შეგამჩნიოთ“.


9. „არაჩვეულებრივად გამოიყურებით“


ეს ქათინაური განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ქალთა კოლექტივში. და როგორც აღმოჩნდა, ყოველვის არ არის გულწრფელი. ზოგჯერ თანამშრომლები ამ ფრაზას საუბრის დასაწყებად იყენებენ, ან მხოლოდ იმიტომ, რომ თავაზიანობის გამოჩენა უნდათ.


შეგონება: აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ შეიძლება ლიქნა იმდენად აშკარა იყოს, რომ პირიქით მოხდეს და ყველაფერი გააფუჭოთ. და მაშინ ნდობის მოპოვებაში კოლეგებითა თუ ბოსით გულწრფელი აღფრთოვანებაც ვეღარ დაგეხმარებათ.

წყარო
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?