გიყვართ კითხვა? გამოიყენეთ ეს ჰობი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად

საკნატუნო ამბები

28 აპრილი 23:00

რა თქმა უნდა, ის, რომ კითხვა სასარგებლოა, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, კითხვას სასიამოვნო გვერდითი ეფექტი აქვს, რომელიც დადებითად მოქმედებს სექსუალურ აქტივობაზე.

 

ზოგი ბევრს კითხულობს, ზოგი სიამოვნებით ასრულებს ამ ფრიად სასარგებლო საქმეს, მაგრამ, ალბათ, არასდროს გვიფიქრია, რომ კითხვა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის თვალში უფრო მიმზიდველს გვხდის. შესაძლოა, წაკითხული ამბების მოყოლამ მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე, მაგრამ არა უშუალოდ კითხვის პროცესმა. და აი, აღმოჩნდა, რომ სწორედ კითხვის დროს კაცების თვალში უფრო ამაღლებულები, უფრო ძლიერები და ლამაზები ვართ.


გაცნობისა და ურთიერთობების ამერიკულმა საიტმა eHarmony-მ ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა, რომელი სახეობის ჰობი ზრდის პოპულარობას საიტის მომხმარებლებში. სპეციალისტებმა ბევრი იმუშავეს და აი, რა დაადგინეს: 


უკვე სიურპრიზია ის, რომ სიტყვა „კითხვა“ ჰობის გრაფაში მნიშვნელოვნად ზრდის საიტის მომხმარებლებში გაცნობის შანსებს. რადგან, კაცი, რომელიც აღნიშნავს, რომ წიგნების გარემოცვაში დასვენება ურჩევნია, ვიდრე მთვრალ მეგობრებთან ერთად ყოფნა, 19%-ით უფრო მეტ შეტყობინებას იღებს დაინტერესებული გოგოებისგან, ვიდრე ის, ვინც სიტყვა „კითხვა“ არ მიუთითა თავის ინტერესებში.


სპეციალისტებმა ისიც კი დაადგინეს (არ დაეზარათ), რომელი წიგნია უფრო პოპულარული გაცნობის საიტის მომხმარებლებში.


პირველ ადგილზეა ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის „ჯანდაბას ყველაფერი, მოჰკიდე საქმეს ხელი და გააკეთე!“ და „ქალწულობის დაკარგვისას“.
 
მეორე ადგილზეა ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშები“. მესამე ადგილზე „გოგონა დრაკონის სვირინგით“, ხოლო ბოლო ადგილზეა „სამეფო კარის თამაშები“.


ასევე, სპეციალისტების თქმით, საიტზე დარეგისტრირებულებიდან, თუკი რომელიმემ საყვარელ წიგნად ბიბლია მიუთითა, მათი გაცნობის შანსები მკვეთრად მცირდება.


სხვათა შორის, შესაძლოა, თქვენს ონლაინრეპუტაციაზე ასეთივე გვერდითი ეფექტი მოახდინოს წიგნების სერიამ ჰარი პოტერზე (თუმცა, თუკი ჯერ მხოლოდ ცამეტი წლის ხართ, საშიში არაფერია). 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?