„მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“ - ნინი გოგიჩაიშვილის ემოციური შეხვედრა პატარა ონკო-პაციენტებთან (ფოტოები)

საკნატუნო ამბები

26 აპრილი 13:06

სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება.

ყოველწლიურად “მის საქართველოს“ გამარჯვებულებულები მათ მიერ ორგანიზებულ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში “მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-პაციენტებს ეწვია და პატარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

ნინი გოგიჩაიშვილის თქმით, ეს დღე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ამ სიცოცხლით სავსე ბავშვების გაცნობა მისთვის დიდი პატივია:

“დედამიწას მართლაც, რომ სიკეთე ატრიალებს!

დღეს, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა  იაშვილის კლინიკის ონკო-პაციენტები.  სიცოცხლით სავსე, ოდნავ დაღლილი, მაგრამ მოციმციმე თვალებით მათ საოცარი დღე გვაჩუქეს! დიდი პატივი იყო ჩემთვის თითოეული მათგანის გაცნობა! დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ბავშვებთან შესახვედრად და დიდი მადლობა "დიტო ცინცაძის ფონდს", ქალბატონ რუსუდან ცხომელიძეს, ვინც დამაკავშირა იაშვილის კლინიკასთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ კომპანიას, რომელიც ჩაერთო ჩემს პირველ საქველმოქმედო აქციაში "სილამაზე სიკეთისათვის", მის საქართველოს რანგში და გახდა სიკეთის თანამონაწილე. ჩემთვის, ასევე, დიდი პატივია, იაშვილის კლინიკის ფსიქოლოგის პირადად გაცნობა, რომელიც ყველა პატარას უკლებლივ უყვარს! თითოეულ მებრძოლ ბავშვს კი მთელი გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას! ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები იქნებიან და ყველაფერი კარგად იქნება.

დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ დღეს ჩემთან ერთად იყვნენ“, - აღნიშნა ნინი გოგიჩაიშვილმა.

ნინი გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ნატურალური  წვენების კომპანია ჩერო - Chero, საკონდიტრო Assorti , ბავშვთა გასართობი ცენტრი Neverland და კომპანია skylantern.ge

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...