12 ფეხსაცმელი, რომლებიც ქალს პროვინციალიზმში ამხელს

საკნატუნო ამბები

6 მაისი 14:00

„პროვინციალი“ - ეს ის იარლიყია, რომელიც ყველა ქალს შეგიძლია მიაკრა, მიუხედავად მისი დაბადების და საცხოვრებელი ადგილისა. ამისთვის კი ერთი უბრალო დეტალიც საკმარისია, თუნდაც არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი.

1. ძველმოდური, წაგრძელებული და წვეტიანი ცხვირები

თუ თქვენს გარდერობში მსგავსი ფეხსაცმელი მოიძებნება, სასწრაფოდ მოაშორეთ იქაურობას. მით უმეტეს, რომ თანამედროვე მოდური ფეხსაცმელიც კი ვიზუალურად ოდნავ აგრძელებს თქვენს ტერფებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ტანსაცმელთან შეხამება.

2. დეკორატიული ელემენტების სიმრავლე

ბაფთები, მანქმანები და ბრჭყვიალები ზედგამოჭრილია საბავშვო ბაღებისთვის. ასე გაწყობილი ფეხსაცმელი ნებისმიერ პრინცესას მოუხდებოდა, მაგრამ ზრდასრული ქალი ასეთი ფეხსაცმლით პროვინციული მოდის დედოფლად მოგვევლინება.

3. „ტანკეტკა“ და „პლატფორმა“

ერთ-ერთი გამოკითხვისას მამაკაცებმა უგემოვნობის პიკად დაასახელეს „ტანკეტკები“. მათ განსაკუთრებით არ მოსწონთ ქალის სიარულის მანერა ასეთ ფეხსაცმელში.

4. უგები, განსაკუთრებით დეკორატიული და ფერადი

უგები - ყველაზე ხშირი საბაბი უგემოვნობაში დადანაშაულებისთვის. აკრიტიკებენ როგორც კლასიკურ ვარიანტს, ისე ფერადებს. უგებს დღეს ლამის ყველა მეორე გოგონა ატარებს. ასე რომ, მათი ინდივიდუალურობა სადღაც იკარგება.

5. ნაქსოვი ჩექმები

ნაქსოვი ჩექმები ვერანაირად ვერ ჩაითვლება უგების ღირსეულ ალტერნატივად. ჯერ ართი, აბსოლუტურად არაპრაქტიკულია. მეორეც, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება...

6. ხისძირიანი ფეხსაცმელი

ეს ხის ფეხსაცმელი ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში იყო გავრცელებული და ღარიბები ატარებდნენ. რამდენიმე წლის წინათ კი მოდურ ჰიტად იქცა. მან შეიძლება თქვენი იმიჯი მკვეთრად გამოხატოს, მაგრამ შეუძლია „მოგკლათ“ კიდეც, თუ მოდელს არასწორად შეარჩევთ.

7. მინიატურული ქუსლები

გვეგონა, ეს ტრენდი სამუდამოდ დასამარდა, მაგრამ ამაოდ. ამ მოდელებში ქუსლი იმდენად პატარაა, რომ კომიკურად გამოიყურება და სრულიად უაზროა.

8. კროკსები

მიუხედავად ყველა სიკეთისა, კროკსები ცალსახად მოხვდა ყველაზე მახინჯი ფეხსაცმელების სიაში. მას ვერ იტანენ ესთეტიკის თვალსაზრისით, მაგრამ მოსწონთ პრაქტიკულობის მხრივ. კროკსები მხოლოდ ქალაქგარეთ გასეირნებისა და პიკნიკებისთვის გამოდგება.

9. აჟურული ჩექმები

აჟურული ჩექმები და შუზები - საკმაოდ გავრცელებული საქორწილო მოდაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ძალიან უცნაურად გამოიყურება.

10. „შლოპანცები“ ბეწვით

აჟურული ჩექმების არ იყოს, ბეწვით გაწყობილი „შლოპანცები“ დიზაინერების სასოწარკვეთილი მცდელობაა, პუბლიკის შოკი გამოიწვიონ. ასეთი მოდელით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა მისი მფლობელის მდარე გემოვნებაზე მეტყველებს.

11. გამჭვირვალე ფეხსაცმელი

ეს კიდევ ერთი ტრენდია, რომელსაც დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. თანაც პლასტიკური ფეხსაცმელი ჯანმრთელობისთვისაც ცუდია. მასში ფეხი საერთოდ ვერ „სუნთქავს“ და იდეალური გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად.

12. კლასიკური „ბროგები“

ბატინკები ვინტაჟურ სტილში (ბროგები) უკვე არაერთი სეზონია პოპულარობით სარგებლობს. ოღონდ ეგაა, მამაკაცების აზრით, ქალები ბროგებში ისე გამოიყურებიან, თითქოს ნაჩქარევად წაყვეს ფეხი მამების სამუშაო ბათინკებში. უხეშ კლასიკურ ბროგებთან ქალური ტანსაცმლის შეხამება საკმაოდ რთულია. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
ამბები

თამაშების ახალ და მასშტაბურ კონცეფციას საქართველოში „ევროპაბეთი“ დანერგავს

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...