გაფრთხილება! ზოგიერთი ქალი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სექსის დროს გატყეპას. ამიტომ, თუკი ამგვარ ფიზიკურ აქტივობაზე პარტნიორთან წინასწარი შეთანხმება არ გაქვთ, დასაწყისისთვის გატყეპეთ ძალიან მსუბუქად. კი, კი, შეაპარეთ და მისი რეაქციით დაუყოვნებლივ შენიშნავთ, რა სურს: უნდა გააგრძელოთ მისი გატყეპა თუ აღარასდროს დაგინახოთ მისმა თვალებმა.
1. სექსუალურია
ალბათ, არაფერი ცვლის ისე სოციალურ როლებს, როგორც გატყეპა. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი პარტნიორი ქალი გენერალური დირექტორების გენერალურ მრჩევლად მუშაობს, თქვენ კი კურიერის შემცვლელი ხართ, გატყეპა წამებში შეცვლის მოცემულ რეალობას. გაგიკვირდებათ, როგორ დაცხრება სიამოვნებისგან თქვენი ემანსიპირებული, დამოუკიდებელი და ბრძანებების მოყვარული გოგო. მიზეზი მარტივია: ყველა ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს ზოგჯერ სურს (დაე, მაპატიონ მსოფლიოს ფემინისტებმა), თავი სუსტ და დაუცველ არსებად იგრძნოს. ხოლო სექსის დროს გატყეპა ყველაზე მარტივი შესაძლებლობაა, დროებით ასეთ არსებად გადაიქცე.
2. აახლოებს
2009 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ბდსმ (დომინირება და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი სექსის დროს) აახლოებს პარტნიორებს და მათ ურთიერთობას გაცილებით ამყარებს. მაგრამ, სულ რომ არ მივაქციოთ ყურადღება ამ კვლევას, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასტანდარტული დროსტარება, მაგალითად, „ეშმაკის ბორბალზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო მოულოდნელად სულ ზედა კაბინაში გარკვეული დროით გაჩერება ან სექსი გატყეპით, უკეთ ამახსოვრდებათ ადამიანებს, ვიდრე „ეშმაკის ბორბალზე“ ჩვეულებრივად წრეზე ტრიალი ან ჩვეულებრივი სექსი გატყეპის გარეშე. დიახ, მსგავსი სახალისო მოგონებები წყვილებს უფრო აახლოებს.
3. ამრავალფეროვნებს სექსს
ყველაზე ძლიერი ორმხრივი სიმპათია და საყვარელი სერიალების სიის სრული დამთხვევაც კი ვერ ამრავალფეროვნებს სექსუალურ ცხოვრებას. აი, გატყეპას ეს შეუძლია და მერე როგორ!
4. სასიამოვნოა
გატყეპა, განსაკუთრებით მოულოდნელი, ორგანიზმიდან სიხარულის ჰორმონ დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს. ბუნებრივია, საუბარია გატყეპაზე სექსის დროს, როდესაც ქალი ისედაც იღებს სიამოვნებას (ნუ, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი გვაქვს). ასე რომ, გატყეპეთ ფრთხილად, მაგრამ თამამად: ჰორმონები თქვენს მხარესაა!