რა გიშლით ხელს გამდიდრებაში?

საკნატუნო ამბები

12 მაისი 17:00

ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები განსაზღვრავენ არ მხოლოდ ჩვენს ხასიათსა და პირად ცხოვრებას, არამედ ჩვენს დამოკიდებულებას ფულის მიმართ.

ცეცხლის ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი


ამ ნიშნების წარმომადგენლები ჰოროსკოპში ყველაზე ამბიციურებად მიიჩნევიან. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში, არ უშინდებიან სირთულეებს და ჯიუტად მიიწევენ წინ.
და თუ არაფერი გამოდის, საეჭვოა, დასხდნენ და საათობით აღვარღვარონ ცრემლები. „ეს საქმე არ გამოდის? მერე რა, მეორე გამოვა!“ - ასე ფიქრობენ ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. და თავაწეულები ეძებენ სიტუაციიდან გამოსავალს.


ამ ჯგუფის ნიშნებისთვის ფული ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკლებად სავარაუდოა, მათ დაიმორცხვონ სასურველი ხელფასის მოთხოვნისას. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ თუ კომპანიაში მათ სხვებზე მეტი ანაზღაურება ექნებათ. და ისინი არასოდეს იტყვიან უარს სამსახურში დაწინაურებაზე.


ოღონდ ესაა, ამ ადამიანებს ისევე წარმატებით შეუძლიათ ხარჯონ ფული, როგორც გამოიმუშავებენ. ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს შეუძლიათ, უამრავი ადამიანი დაპატიჟონ და ძალიან იოლად დატოვონ მსხვილი თანხა რესტორანში ან წვეულებაზე. ან მთელი დანაზოგი ტანსაცმელის ბუტიკში გადაიხადონ, ან დაუფიქრებლად გაემგზავრონ ძვირადღირებულ ტურში შვებულებისას. მოკლედ, თუ ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებს სურთ, გამდიდრდნენ, ცოტა რაციონალურად უნდა გაანაწილოთ თავიანთი შემოსავლები. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ტელეფონში ყველა იმ აპლიკაციას ჩამოტვირთავენ, რომლებიც მათ ფულის დაგროვებაში დაეხმარებათ.


მიწის ნიშნები: კურო, ქალწული, თხის რქა


ისინი შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და მზად არიან, გვიანობამდე იმუშაონ. მაგრამ ხშირად ამას ფულის კი არა, დიდი პასუხისმგებლობის გამო აკეთებენ. არ შეუძლიათ პროექტი შუა გზაზე მიატოვონ ან ხვალისთვის გადადონ ხელმძღვანელის დავალების შესრულება. ზოგჯერ ეჩვენებათ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ საქმის ისე გაკეთება, როგორც საჭიროა. ასე რომ, დავალების დელეგირება მათი საუკეთესო თვისება ნამდვილად არ არის.


ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლები ფულს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.  მაგრამ საეჭვოა, ხელფასის მომატება მოითხოვონ ან ისეთ არაპროგნოზირებად ავანტიურას დასთანხმდნენ, რომელიც მათ შემოსავლებს გაზრდის. კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს ყველაფერი ძალიან ზუსტად უნდა ჰქონდეთ დაგეგმილი: თუ საკუთარი საქმე აქვთ, მაშინ ბიზნესგეგმა კარგად გააზრებული და დალაგებული უნდა იყოს, თავისი საიმედო პარტნიორებით, რომლებსაც მრავალი წელი იცნობენ; თუ საოფისე სამსახური აქვთ, ხელშეკრულებაში ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი ვალდებულებები.


ასეთი საქმიანი მიდგომა ცეცხლის ნიშნებს კიდევ უფრო სერიოზულ ადამიანებად წარმოაჩენთ, თუმცა ამავე დროს ხელს უშლით, იმაზე მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე შეუძლიათ. ამ ადამიანების ხასიათში ცოტა სიმსუბუქე რომ გამოერიოს და რისკზე წასვლის სურვილი გაუჩნდეთ, როცა ეს საჭიროა, ალბათ, გაცილებით წარმატებულები იქნებოდნენ.



ჰაერის ნიშნები: ტყუპები, სასწორი, მერწყული


ზოდიაქოს ამ ნიშნების ქვეშ დაბადებულებმა ადრეულ ასაკშივე იციან, რა საქმიანობას აირჩევენ მომავალში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშობლები მათ ნიჭს შენიშნავენ და მისი განვითარების საშუალებას მისცემენ. თუმცა, ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს ნებისმიერ იმ პროფესიაში შეუძლიათ საკუთარი თავის პოვნა, რომელიც მათ განვითარებისა და სრულყოფის საშუალებას მისცემს. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს ტყუილად კი არ მიიჩნევენ არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ კომუნიკაბელურ ნიშნებად მთელ ჰოროსკოპში.


ტყუპები, სასწორები და მერწყულები ფულის მიმართ შეიძლება სხვადასხვანაირად იყვნენ განწყობილნი. ხანდახან ეს ადამიანები ნებისმიერ პროექტს შეეჭიდებიან, რათა მეტი გამოიმუშაონ, ზოგჯერ კი ყველანაირ სიკეთეზე უარს ამბობენ და მხოლოდ იდეისთვის მუშაობენ. ასეთივე ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება აქვთ მათ გამომუშავებული თანხების მიმართ: რაღაც პერიოდში მხოლოდ საკუთარ თავს დაახარჯავენ მთელ ფულს, რაღაც პერიოდში კი მთელ დანაზოგს ქველმოქმედებაში ჩადებენ.


ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს მსგავსი თავქარიანობა არ აძლევს საშუალებას, იმაზე მეტად გამდიდრდნენ, ვიდრე არიან. ამის გამოსასწორებლად, მათ გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ვიღაც, ვინც მათ ღრუბლებში დიდხანს ფრენის საშუალებას არ მისცემთ.



წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები


ან ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი ნატურები არიან. მაშინაც კი, თუ მათი სამუშაო ფინანსებთანაა დაკავშირებული, თავისუფალ დროს შეუძლიათ ფერწერით, ცეკვებითა და მხატვრული ლიტერატურით დატკბნენ. კირჩხიბები, მორიელები და თევზები კოლექტივში ყველასგან გამოირჩევიან: ისინი ან კარიერისტები არიან, რომლებიც ყველაფერზე მიდიან მიზნის მისაღწევად, ან წლობით სხედან ერთ თანამდებობაზე და არაფრის შეცვლა არ სურათ. პირველ შემთხვევაში ამ ნიშნების წარმომადგენლები თავად გამოიმუშავებენ თავიანთ საარსებო წყაროს და მხოლოდ წინ მიიწევენ, მეორე შემთხვევაში კი ფულად საჩუქრებს იღებენ მდიდარი ნათესავებისგან  და მეგობრებისგანაც კი.


მაგრამ მთავარი ისაა, რომ კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს ძალიან უყვართ ფული. მათ იციან, როგორ დახარჯონ ან სად დააბანდონ ის, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ. თანაც ისე, რომ საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებიან. როგორ ახერხებენ ამას? საეჭვოა, ამ კითხვაზე პასუხი იცოდნენ. შესაძლოა, ამის მიზეზი შესანიშნავი ინტუიცია და მოვლენების განვითარების წინასწარ განჭვრეტა იყოს.


 ამ თვისებებით წყლის ნიშნებს შესაძლოა გამდიდრების დიდი შანსი ჰქონოდათ, რომ არა ერთი რამ: თანამგრძნობი და მიმნდობი ხასიათის გამო, მათ შეუძლიათ, დაუფიქრებლად ჩადონ დიდი თანხა სენტიმენტალურ პროექტში ან უკან მოთხოვნის გარეშე მისცენ მეგობარს მთელი დანაზოგი. და აი, მათ ისევ არ აქვთ ფული და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ.

წყარო
საკნატუნო ამბები

საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში - 7 მთავარი კერძი!

„ბედის ირონია“, „ცისფერი ეკრანი“ და საახალწლო მაგიდა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ამ კერძების გარეშე და რომლებიც, 60-70-იანების თაობას, უბრალოდ, ბავშვობას გვახსენებს...
საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მოდელები

ამ რეიტინგში 1-2 ადგილებს ადრიანა ლიმა და ჟიზელ ბუნდჰენი იკავებენ. და მათ გარდა, ამ ჩამონათვალში კიდევ შვიდი ბრაზილიელი მოდელია. 
დღის ჰოროსკოპი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?