როგორ იქცა 24 წლის უდარდელი ბიჭი მრავალშვილიან მამად

საკნატუნო ამბები

18 მაისი 13:00, 2019 წელი

4 ქალიშვილის მამას საიმონ ჰუპერს (Simon Hooper) არცთუ მარტივი ცხოვრება აქვს, თუმცა ის ინსტაგრამზე ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს თავის ყოველდღიურობას და იუმორით ჰყვება, როგორია, იყო ერთადერთი მამაკაცი ხუთი ქალის გარემოცვაში. 

საიმონი თავისი მომავალი წიგნის საკვანძო მომენტზე ფიქრობდა, როცა ტყუპისცალმა ოტიმ მამის ყურადღება მოითხოვა. ემოცია გოგონასი, რომელსაც თამაშზე უარს ეუბნებიან, სახეზეა.



მშობლებს უნდოდათ, ტყუპებისთვის განსხვავებულად ჩაეცმიათ, მაგრამ გოგონებმა სხვანაირად გადაწყვიტეს. რას იზამთ, ეს მათი არჩევანია.



ოტიმ და დელაილამ რძეში ჩამბალი სიმინდის ფანტელების კოვზის გარეშე ჭამა მოინდომეს. თითოეულმა მათგანმა საკუთარი მეთოდი გამოიყენა.



მიუხედავად იმისა, რომ საიმონი უკვე 10 წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს, რომ დღესაც პატარა ბიჭივითაა შეყვარებული თავის მეუღლეზე.



ოთხი ქალიშვილის მამობა ადვილი არ არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ის განცდა, რომ ამდენ ქალს უყვარხარ და მათთვის ნამდვილი გმირი ხარ.



აფთიაქიდან სახლისკენ მიმავალმა ოტიმ გადაწყვიტა, რომ დაიღალა და დასვენება სჭირდება. საიმონი მოთმინებით ელოდა, როდის აღიდგენდა გოგონა ძალებს და მზად იქნებოდა გზის გასაგრძელებლად.



ცოლ-ქმარი ჰუპერები ფესტივალების დიდი მოყვარულები არიან.  ამ ღონისძიებებს ისინი ქალიშვილებთან ერთად ესწრებიან, მამას კი შესაძლებლობა ეძლევა, ცოტა ხნით პრინცესად გადაიქცეს.



სახლის დალაგებით დაქანცული საიმონი ტახტზე მიესვენა, გოგონებმა კი შანსი არ გაუშვეს, მამაზე მოკალათებულიყვნენ.



ტყუპების დაძინება სუპერურთულესი ამოცანაა. მამა ამბობს, რომ ამ დროს წუთები წლებად ეჩვენება.


  


უფროსი დები ისინი არიან, ვისაც დაეყრდნობი. მაგრამ სჯობს, მშობლები ნუ დაივიწყებენ, რომ ისინიც ბავშვები არიან.



არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მამები შვილებზე ზრუნავენ და ხელით დაჰყავთ. საზოგადოებამ უნდა დაანგრიოს ის სტერეოტიპი, რომ მამაკაცებს ქალებზე ნაკლებად შეუძლიათ, სითბო და სიყვარული აჩუქონ თავიანთ ქმნილებებს.



ტყუპების ერთად სადმე წაყვანა ზოგჯერ ძალიან რთულია. ასეთი შემთხვევებისთვის საიმონს სულ თან დააქვს საყიდლების ჩანთა.



მამებიც უცვლიან შვილებს პამპერსებს. ოღონდ ეგაა, მამაკაცების ტუალეტში ამისთვის განკუთვნილი მაგიდა არ დგას. ამიტომაც იმპროვიზებაა საჭირო.



დაძინებისთვის ბრძოლა შეიძლება საათები გაგრძელდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევებში გამარჯვება განსაკუთრებით ტკბილია. და ეს ფოტოც ამის დასტურია.



დებს ერთმანეთის სიყვარული სისხლში აქვთ.



თუ ბავშვები ჩუმად სხედან, ე.ი. რაღაცას აფუჭებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამიკოს მზისგან დამცავ კრემს ისვამენ სახეზეც და გარშემო ყველაფერზეც.



ხანდახან გგონია, რომ ძილის წინ ზღაპარს საკუთარ თავს უკითხავ, როცა ხედავ, როგორ ერთობიან ტყუპები სხვა რამით, იმის მაგივრად, რომ მოგისმინონ.



ძალიან ხშირად მშობლების შეხედულებები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგრამ კამათში იბადება ჭეშმარიტება და ყველა კმაყოფილია.



ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან. მშობლისთვის საშინელებაა, როცა ბავშვი ღამე შინ არ მოდის, შენ კი ადგილს ვერ პოულობ. მაგრად ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს, რათა მათ სურვილი არ გაუჩნდეთ, შორს გაიქცნენ მშობლიური სახლიდან.



იყო მშობელი, სულაც არ ნიშნავს, კავშირი გაწყვიტო გარე სამყაროსთან. საზოგადოებრივი ცხოვრება კვლავაც აქტიური და სიცოცხლით სავსე იქნება, უბრალოდ ახალი ემოციებით შეივსება.



ასეთი ვარცხნილობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „აფეთქება მაკარონის ფაბრიკაში“, დილაობით ჩვეულებრივი სურათია. თუ დელაილას ვერ დაითანხმებენ, თმა დაივარცხნოს, ის ბაღში პანკური ვარცხნილობით მიდის.



მაცივრისადმი ბავშვების ინტერესი დაუოკებელია. საიმონი ოცნებობს, ვინმემ ისეთი ჯადოსნური საკეტი გამოიგონოს, რომლის გაღებაც მხოლოდ უფროსებს შეეძლებათ.



ზოგჯერ ტყუპები გადაწყვეტენ, რომ უკვე დილაა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გათენებულა. ცოტა ხანს რომ კიდევ დაიძინოს, დედა იყენებს მეთოდს „iPad სახეზე“.  



ოტის ცივ ამინდში ქურთუკის ჩაცმა არ უნდოდა და მწოლიარე აქცია მოაწყო. დიდი კამათისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ დედას ისღა დარჩენოდა, თავადაც შეერთებოდა აქციას, რითაც გოგონები ძალიან გააოცა.



ბევრი მიიჩნევს, რომ ბავშვების ჰაერში აგდება ძალიან სახიფათოა. მაგრამ არსებობს კი რაიმე დაბრკოლება, თუ მამასა და შვილს ეს ძალიან მოსწონთ?



როდესაც დედა რამდენიმე დღით სადმე მიემგზავრება, ყველა წესი კარდინალურად იცვლება. სახლში მთავარი უკვე მამაა და გოგონებს ისე აწყნარებს, როგორც შეუძლია.



საყიდლებზე წასვლა ცალკე ისტორიაა. უამრავი არასაჭირო ნივთი და სალაროსთან დარჩენილი ლუდი: აი, როგორ მთავრდება, ჩვეულებრივ, სუპერმარკეტში „გასეირნება“ ორ პატარასთან ერთად.



ტყუპების დილა ძალიან ადრე იწყება, ისინი საკუთარი საწოლიდან დედიკოსთან და მამიკოსთან გადაინაცვლებენ, აიძულებენ რა მათ ემბრიონის პოზა მიიღონ.



იყო ოთხი ქალიშვილის მამა, რთულია, მაგრამ საამაყო. ის გოგოებისთვის იდეალური მამაკაცია, სანამ თავიანთ მეორე ნახევარს არ შეხვდებიან. ასე რომ, საიმონი მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, რათა თავის გოგოებს იმედი არ გაუცრუოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?