7 წვრილმანი შენი ბედნიერების წინააღმდეგ!

საკნატუნო ამბები

8 ივნისი 16:00, 2019 წელი

ბედნიერება პირობითი ცნებაა და ის ყველას თავისი აქვს. მაგრამ ასე არ ფიქრობენ ფსიქოლოგები და ნეირობიოლოგები, იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რა გვაბედნიერებს ცხოვრებაში და პირიქით.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ?


1. სულ ვსხედვართ



კომპიუტერებისა და ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, ჯდომითი სამუშაო ლამის ნორმად იქცა. სამსახურში მთელი დღე ვსხედვართ, საღამოს მანქანაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადავჯდებით, მივალთ სახლში და ისევ დავჯდებით: ვუყურებთ ტელეგადაცემებს ან ფილმებს და ვმესიჯობთ მეგობრებთან.


უმოძრაობით კი ენდორფინებისა და იმ ჰორმონების დონე იკლებს, რომლებიც ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი. ყოველდღე 30 წუთი სიარული ან კვირაში 2-ჯერ ვარჯიში მეტად ენერგიულსაც გაგხდით და თქვენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემებსაც იოლად გაუმკლავდებით.


2. გავურბივართ ვინმეზე მიჯაჭვულობას



მეცნიერთა დამოუკიდებელი კვლევებით დასტურდება, რომ თბილი ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ნაკლებად ავადმყოფობენ. და ეს მაშინაც, თუ არცთუ ისე მდიდრები არიან.


სწორედ სიყვარული და არა ფული ან სოციალური მდგომარეობა გვაძლევს სტაბილური ბედნიერების შეგრძნებას. თუ მატერიალური შესაძლებლობა გაქვთ, ცხოვრებისგან კი სიამოვნებას ნაკლებად იღებთ, დაფიქრდით: იქნებ გრძელვადიანი ურთიერთობაა ის, რაც გაკლიათ?


3. მთელ დღეს შენობაში ვატარებთ



ლამის ყველას ესმის, რომ რეჟიმს „სახლი-სამსახური-სახლი“ ბედნიერება არავისთვის მოუტანია. თუმცა აღმოჩნდა, რომ კინოთეატრები, კლუბები, რესტორნები და მსგავსი ადგილებიც, სადაც ოთხ კედელ შუა ვსხედვართ, ნაკლებად გვეხმარება, ცხოვრებით დავტკბეთ.


აი, ბუნების წიაღში გასეირნება, განსაკუთრებით კი უცნობ ადგილებში, ნამდვილად გვაბედნიერებს, თვითშეფასებას გვიმაღლებს და გარშემომყოფებთან ურთიერთობის ჩვევებსაც გვიუმჯობესებს. და თანაც მნიშვნელობა არ აქვს, სხვა ქვეყანაში წავალთ თუ მეზობელ დასახლებულ პუნქტში გადავალთ, სადაც არასოდეს ვყოფილვართ.


4. არ ვართ აქ და ახლა



სიამოვნებას ვიღებთ მხოლოდ აქტიური ყურადღებით, როცა ვინმეთი ვართ გატაცებული. მნიშვნელოვანია არა ის, რას ვაკეთებთ, არამედ ის, როგორ ვაკეთებთ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი გოგონა. ერთი ბრაზობს იმის გამო, რომ სახლის დალაგება და ჭურჭლის რეცხვა უწევს იმის მაგივრად, რომ პაემანზე იყოს და კაფეში იჯდეს. მეორე კი მშვიდად რეცხავს ჭურჭელს, აღფრთოვანებულია ახალი ჭიქით და სრულიად კმაყოფილია იმით, რომ დრო გამოუჩნდა, სახლი დაალაგოს.


პირველ შემთხვევაში ამ უბრალო საქმიანობით გოგონა თავს ემოციურად დაცლილად გრძნობს, მეორე შემთხვევაში კი - გოგონა სასიამოვნო ემოციებს იღებს. შეგეძლოს დღევანდელი დღით ცხოვრება, წარსულის წარსულში დატოვება, სინანულისა და მომავლის შიშის უგულებელყოფა - აი, რა ხდის ცხოვრებას საინტერესოსა და აზრიანს.


5. ვიღებთ და არ გავცემთ



ცხოვრებას რომ აზრი ჰქონდეს, არა მხოლოდ უნდა მივიღოთ, არამედ გავცეთ კიდეც. ამას კმაყოფილება მოაქვს და გვეხმარება იმის შეგრძნებაში, რომ საჭირო ვართ.


კარგი ამბავი: სულ უმნიშვნელო მოქმედებაც კი, რომელსაც საკუთარი სურვილით ვაკეთებთ, მაშინვე გვიმაღლებს განწყობას. ვიღაცისთვის საჩუქრის შეძენა, კედლის შეღებვა ან სხვა მარტივი ქმედებები სტაბილურობისა და იმის განცდას გვიქმნის, რომ ტყუილად არ ვცხოვრობთ.


6. ვიზოლირდებით სხვებისგან



ინდივიდუალიზმის საუკუნეში იყო ჯგუფის წევრი, კვლავაც რჩება ადამიანის ძალიან მნიშვნელოვან თვისებად. საკმარისი არაა მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის ყოლა. სრულფასოვანი ბედნიერებისთვის უნდა გრძნობდე, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ.


კვლევების თანახმად, ეს გვეხმარება ავადმყოფობის სწრაფად დაძლევაში, ამცირებს სტრესის დონეს და აჩენს თავდაჯერების გრძნობას. ამასთანავე, პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით: რელიგიურ შეკრებებს ესწრებით თუ ფეხბურთის ფანკლუბში ან რაიმე გეიმერების ჯგუფში გაწევრიანდით, მთავარია, კმაყოფილი იყოთ და თავი თქვენს ადგილას იგრძნოთ.


7. არ ვკავდებით ხელოვნებით



შემოქმედებითი საქმიანობა გვჭირდება არა ფულისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის. დამტკიცებულია, რომ ნებისმიერი კრეატიული პროცესი სტრესის დონეს ამცირებს, განწყობას ამაღლებს და ადამიანს დეპრესიიდან სწრაფად გამოსვლაში ეხმარება.


დროა, მივეჩვიოთ, რომ შემოქმედებითი საქმიანობა მხოლოდ სიმღერა ან ხატვა კი არა, ნებისმიერი საქმიანობაა, რომელსაც საკუთარი უნიკალური მეთოდით მიუდგებით. თუ ფანტაზიას ჩართავთ, ყვავილების დარგვა, კედლის ფერის არჩევა და სახლის დალაგება რუტინად აღარ მოგეჩვენებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?