სამშენებლო ბადე - დამცავი საშუალება, რომელსაც საყოფაცხოვრებო მიზნებითაც გამოიყენებთ

საკნატუნო ამბები

27 ივნისი 16:00, 2019 წელი

დღეს ჩვენ მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ სამშენებლო ბადის გამოყენება აივნებზე, აგარაკებზე, ყვავილებისა თუ ხეხილის ბაღებში.

ალბათ შეგიმჩნევიათ მშენებლობებზე ჩამოფარებული ბადეები, რომლებიც როგორც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების, ისე გამვლელების უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი.

სამშენებლო ბადე, ძირითადად, პოლიმერული ძაფისგან იქსოვება. ასეთი ძაფი შეიძლება წარმოებული იყოს კაპრონისგან, პოლიეთილენისგან ან პლასტიკისგან;



ქსოვის სპეციალური ტექნოლოგიის დამსახურებით მიიღება მტკიცე და საიმედო მასალა, რომელიც: აკავებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ამასთან კარგად ატარებს მზის სინათლეს და ჰაერს; არ შეიცავს ტოკსიკურ ნივთიერებებს; მსუბუქია, მაგრამ მარტივად უძლებს დიდ დატვირთვას; არ იცვლის ფერსა და სტრუქტურას ატმოსფერული ნალექებისა თუ მზის სხივების ზემოქმედების შედეგად;


თანაც პოლიმერული ძაფის თვისებების გათვალისწინებით, ბადე, გარკვეული მექანიკური ზემოქმედების შედეგად რომც გაიჭრას, კიდეები არ ირღვევა და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას.


მშენებლობის გარდა, ამ პროდუქტს ძალიან ეფექტურად იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებითაც.


ის ესთეტიკურად სასიამოვნო შესახედია, მსუბუქი და ელასტიკურია. თანაც დაბალი ფასი აქვს და მრავალჯერადად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მაგალითად:


შინაური ფრინველებისთვის ვოლიერების მოსაწყობად;



დროებითი ღობეების ასაგებად - ასეთი ღობის მონტაჟი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას;

სათბურების გადასახურად - მას აქვს საუკეთესო ჰიდრო და თბოიზოლაციის თვისებები და უძლებს ტემპეტარურას  -50°С -დან +85°С-მდე;




ქოლგების (ნავესის) მოსაწყობად აივნებზე ან ეზოებში - დაგიცავთ ნალექისაგან და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას;


ნათესების დასაცავად სეტყვისგან - საკუთარი ხელით შეგიძლიათ ასეთი დამცავი ფარის მოწყობა და შემდეგ დაშლა;


სათამაშო მოედნის შემოსასაზღვრად - პოლიეთილენის ბადე დიდ სიმძიმესა და  დარტყმას თავისუფლად უძლებს. თანაც შეჯახებისას ტრამვის საშიშროებაც არ არსებობს;


სამშენებლო ბადის ფერებში ფართო არჩევანია - მწვანე, თეთრი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ყვითელი... ნაქსოვის სიმჭიდროვეც სხვადასხვაა, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი მიზნებისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოთ.



ასე რომ, შეგიძლიათ იაფად და მარტივად ბევრი თავისტკივილი აირიდოთ.

დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.