12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

საკნატუნო ამბები

20 ივლისი 14:00, 2019 წელი

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.

1. რენე ზელვეგერი - ბრიჯიტ ჯონსი ამავე სახელწოდების ფილმიდან



მიუხედავად მისი კაშკაშა და დასამახსოვრებელი როქსისა მიუზიკლიდან „ჩიკაგო“, ჩვენთვის რენე მაინც სამუდამოდ ბრიჯიტ ჯონსად დარჩა.


2. შერილ ლი - ლორა პალმერი სერიალ „ტვინ პიქსიდან“



თავიდან ლორა პალმერის როლი სერიალში ეპიზოდური უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეჟისორ დევიდ ლინჩს ისე მოეწონა შერილის თამაში, რომ მისი მონაწილეობით სცენები დაამატა, შემდეგ კი, საერთოდაც, ფილმი გადაიღო, სადაც მსახიობმა საკუთარი ნიჭის გამოვლენა უკვე სერიოზულად შეძლო. სამწუხაროდ, შერილის სხვა გამორჩეული როლები არ აქვს.


3. რუპერტ გრინტი - რონ უიზლი „პარი პოტერიდან“



რუპერტი, რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ჰარი პოტერის შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმში მოასწრო გადაღება, მაგრამ მაყურებელს ის მაინც პარი პოტერის საუკეთესო მეგობრად ახსოვს. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში შეძლებს რუპერტი სხვა როლებითაც დაგვამახსოვროს თავი.


4. ვიგო მორტენსენი - არაგონი „ბეჭდების მბრძანებლიდან“



საბედნიეროდ, ვიგოს შექმნა პერსონაჟი ფილმ „მწვანე წიგნში“, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი იყო, და კიდევ არაერთი საუკეთესო როლი ითამაშა, მაგრამ ვაღიაროთ სიმართლე, ჩვენთვის ის მაინც არაგონია.


5. კრის ტაკერი - რუბი როდი „მეხუთე ელემენტიდან“



მიუხედავად არანაკლებ ქარიზმატული როლისა „ჩას პიკში“ ჯეკი ჩანთან ერთად, კრისს იხსენებენ, როგორც რუბის „მეხუთე ელემენტიდან“. და ეს მართლაც ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია ფანტასტიკური ჟანრის კომედიებიდან.


6. ოდრი ტოტუ - ამელი ამავე სახელწოდების ფილმიდან



ოდრი ტოტუს თითქოს გამოუვიდა ამ უცნაური გოგოს როლიდან გამოსვლა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. მიუხედავად მისი შესანიშნავი ნამუშევრებისა „და ვინჩის კოდში“ და „კოკო შანელში“, ბევრი ჩვენგანისთვის ის მაინც ამელთან ასოცირდება.


7. კოლინ ფერტი - მისტერ დარსი „სიამაყე და ცრურწმენიდან“



კოლინ ფერტი, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ბრიტანელი მსახიობია და მას ძალიან ვრცელი „შემოქმედებითი სია“ აქვს. ოღონდ ეგაა - მისმა მისტერ დარსიმ სამუდამოდ დაიპყრო ქალების გული.


8. ჯენიფერ ენისტონი - რეიჩელ გრინი სერიალ „მეგობრებიდან“



ჯენიფერი შესანიშნავი მსახიობია, მაგრამ, თქვათ პირდაპირ, გამორჩეული და სახასიათო როლები „მეგობრების“ შემდეგ მას ნაკლებად ჰქონდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ჯენიფერს ყველაფერი წინ აქვს.


9. ჯიმ პარსონსი - შელდონ კუპერი სერიალიდან „დიდი აფეთქების თეორია“



შელდონის სახე სამუდამოდ მიეწება მსახიობს, და ალბათ, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჯიმმა საბოლოოდ უარი თქვა ამ სუპერწარმატებულ სერიალზე და ამით ეს პროექტი დაიხურა კიდეც.


10. რობერტ დაუნი-უმცროსი - რკინის კაცი მარველის ფილმებიდან



რობერტი ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა და „მარველის“ სამყაროდან ერთ-ერთი ყველზე საყვარელი პერსონაჟი - რკინის კაცი გვაჩუქა. მსახიობის აქტივი უამრავ როლს ითვლის, რომელთა შესახებაც კარგადაა ცნობილი მაყურებლისთვის (მაგალითად, შერლოკი), მაგრამ სწორედ ტონი სტარკი დარჩა ჩვენს გულებში სამარადჟამოდ.


11. ედრიან პოლი - დუნკან მაკლაუდი სერიალიდან „მთიელი“



უკვდავი დუნკანის როლის შემდეგ მსახიობმა ვეღარ შეძლო მთიელის წარმატების გამეორება. მან მრავალ ფილმში ითამაშა, მაგრამ მათ შესახებ მაყურებლისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ისე, ამ ფოტოს შემხედვარე, უნებლიეთ გაიფიქრებ: და იქნებ ედრიანი მართლაც არ იცვლება?


12. ტომ ჰიდლსტონი - ლოკი მარველის ფილმების ციკლიდან



უსიმპათიურესი მსახიობი, რომლის არსენალშიც ბევრი საინტერესო როლია ცნობილი რეჟისორების ფილმებიდან. მოარული ხმებით, შეიძლება ის მორიგ ჯეიმს ბონდად მოგვევლინოს. მანამდე კი ლოკი ამ ბრიტანელის ყველაზე დასამახსოვრებელი როლია. იმედი ვიქონიოთ, რომ ტომი მომავალში თავისი მრავალფეროვანი კინოსახეებით გაგვახარებს. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?