როგორ იქცევიან ვარსკვლავები, როცა მათ არავინ უყურებთ

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 17:00, 2019 წელი

ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და მათაც ავიწყდებათ, რომ შეიძლება სადმე პაპარაცი იყოს ჩასაფრებული.

ლეონარდო დიკაპრიო



ლეოს არ უყვარს პირადზე საუბარი და ძალიან ბრაზდება, როცა ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევენ. ჰოლივუდელ მსახიობს საკუთარი ხერხები აქვს, როგორ გაამწაროს პაპარაცები: ხან კეპს ჩამოიფხატებს ხოლმე თავზე, ხან სახეს დამანჭავს, ხან კი ქურთუკს აიფარებს სახეზე.


კირსტენ დანსტი



პატარა კირსტენს არასოდეს ანაღვლებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ნამდვილი ლედი. ის მშვენიერია თავისი უბრალოებითა და სამყაროსადმი დამოკიდებულებით. და ეს კადრები ჯეიკ ჯილენჰოლთან მისი პაემნიდან (მსახიობები 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს) ამის იდეალური დასტურია.


ჯენიფერ ლოურენსი



ჯენის უხერხულ სიტუაციებში ჩავარდნის დიდი ნიჭი აქვს. ყველას კარგად ახსოვს მისი წაქცევა „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე, ბარებში გართობა და ბევრი სხვა შემთხვევა, რომელთა გახსენებასაც ბევრი სხვა მსახიობი არ ისურვებდა. მაგრამ არა ლოურენსი. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ეს უცნაურობები მის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.


დედოფალი ელიზაბეტი



გასაკვირია, რომ თვით ელიზაბეტ მეორესაც, თავისი უნაკლო მანერებითა და აღზრდით, აქვს მავნე ჩვევები. ფოტოგრაფებმა შენიშნეს, რომ მონარქი ხშირად ცდილობს შეუმჩნევლად შეიკიტინოს ცხვირში ხელი, მაშინაც კი როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იმყოფება. შორიდან ეს სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა სამეფო ოჯახის ფანები მზად არიან, ლეგენდარულ მონარქს ყველაფერი აპატიონ.


ბარაკ ობამა



როგორც ჩანს, ბარაკ ობამა ბრიტანეთის დედოფალს ბაძავს. რამდენიმე ღონისძიების დროს პაპარაცებმა ის ცხვირში ხელშეყოფილი დააფიქსირეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ეს შემთხვევები უკომენტაროდ დატოვა, აი, სოცქსელების მომხმარებლები კი შანსს არ უშვებენ, ამ ფაქტზე არ იხალისონ - ამერიკის ლიდერი ისე გამოიყურება, როგორც ოროსანი დაფასთან გაძახებისასო.


ბიონსე



ბიონსესა და ჯეი ზის საკალათბურთო მატჩებზე გადაღებული ფოტოებით კომიქსის აწყობაც კი შეიძლება, სახელწოდებით: „ისევ ვიღაც დედაკაცი სწერს“. მომღერალი შესაძლებლობას არ უშვებს, ცალი თვალით მაინც ჩაიჭყიტოს ქმრის ტელეფონში.


კეტი პერი და ორლანდო ბლუმი



როგორც ჩანს, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს ხანდახან ავიწყდებათ, რომ ვარსკვლავები არიან. შეყვარებულებს შვებულებაში თან არ მიჰყავთ დაცვა. დასასვენებლად ისეთ პლაჟებს ირჩევენ, სადაც ხალხი არ არის, და აზრადაც არ მოსდით, რომ შეიძლება ვიღაცამ დაინახოს. თუმცა პაპარაცებს სად დაემალები, ისინი ყველგან და ყოველთვის მზად არიან, მაკომპრომეტირებელი ფოტოები გადაიღონ.


2006 წელს ქსელში მოხვდა პერისა და მისი შეყვარებულის ორლანდო ბლუმის პიკანტური ფოტო სარდინიიდან, სადაც მსახიობი შიშველი ირუჯება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?