მსოფლიოს უცნაური საქორწილო ტრადიციების ტოპშვიდეული

საკნატუნო ამბები

31 აგვისტო 14:00, 2019 წელი

ჩვენებური თეფშის გატეხის ტრადიცია ან პატარძლის „გაყიდვა“ უბრალო ცელქობად მოგეჩვენებათ ზოგიერთი ქვეყნისა და ეროვნების საქორწილო რიტუალებთან შედარებით.

1. იავას კუნძული ინდონეზიაში


იავას კუნძულის ახალგაზრდებმა ადმინისტრაციისგან დაქორწინების ნებართვა რომ მიიღონ, ვალდებულები არიან, მკვდარი ვირთხების 25 კუდი შეაგროვონ. ისტორია აღარაფერს ყვება მკვდარი ვირთხების შემდგომი ბედის შესახებ, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ განქორწინების შემთხვევაში უკვე 40 კუდის შეგროვებაა საჭირო.



2. სპარსეთი


ამ სახელმწიფოს მამაკაცებს ყველაზე კარგად ესმით კოსმეტიკური პროცედურების მთელი „მშვენიერება“. კერძოდ, საქორწილო ცერემონიამდე მამაკაცები ვალდებულნი არიან, მთელ სხეულზე ეპილაცია გაიკეთონ! სიძეს ერთი ღერი თმა არ უნდა უჩანდეს არსად და ბავშვივით კანი უნდა ჰქონდეს.


3. ახალი გვინეა


პაპუასების პატარძალი ძალიან უცნაურად გამოიყურება - მას ფატის ნაცვლად თავზე ღორის ამობრუნებული მუცელი ახურავს! მათივე ტრადიციებით ქალის გულისა და ხელის პრეტენდენტი ვალდებულია, საცოლეს 20 სამოთხის ჩიტი, ზღვის ნიჟარა და ღორი აჩუქოს. ეს უკანასკნელი პაპუასებისთვის წმინდა ცხოველია.



4. აფრიკა


მაკუას ტომში არის ერთი ორიგინალური ტრადიცია, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენებურ ხელის თხოვნას, ოღონდ ჯვრისწერის რგოლების ნაცვლად იქაურ ბიჭებს პატარა ქვები მიაქვთ პირით თავიანთი რჩეულებისთვის! თუ გოგო თანახმაა, ის  ამ „ღირებულ“ ძღვენს პირითვე იღებს.


5. ნიგერია


თუ ჩვენი ტრადიციებით სიძემ პატარძალი მისი ნათესავების სახალისო მოთხოვნების დაკმაყოფილებით უნდა „გამოისყიდოს“, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში მას ერთი კარგად მიბეგვავენ ჯოხებით, რადგანაც ეს საქორწინო ტრადიციად მიიჩნევა და ასევე, ამ გზით სასიძოს გამძლეობას ამოწმებენ.



6. ალბანეთი


ალბანეთში ახალდაქორწინებულებისთვის არანაირი პირველი ღამე არ არსებობს. ნაცვლად ნანატრი კანონიერი სექსუალური სიამოვნებისა, პირიქით, სიძეს გააფთრებული წინააღმდეგობა ელის საცოლისგან. ამ რიტუალით სამდღიანი თავშეკავება ელის ყველა სასიძოს. მიიჩნევა, რომ პატარძალი ასეთი საქციელით ბოროტ სულებს განდევნის და საკუთარ უბიწოებას ამტკიცებს.


7. ინგლისი


შუასაუკუნეების ინგლისში პატარძლებს ნამდვილად არ ულხინდათ. იმისთვის, რომ საკუთარი კარგი დიასახლისობა დაემტკიცებინათ, მათ ცალი ხელით უმძიმესი სკივრი უნდა აეწიათ. ვინც ამ გამოცდას თავს ვერ გაართმევდა, უმაქნის საცოლედ მიიჩნეოდა და მარტოობისთვის იყო განწირული.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.