10 ადგილი, სადაც ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ

საკნატუნო ამბები

3 სექტემბერი 14:00, 2019 წელი

როცა ამ ფოტოებს ჩაათვალიერებთ, მიხვდებით რატომაც არიან ბედნიერები აქ მცხოვრებნი.

1. კოსტა-რიკა


ამ ქვეყანას არ ჰყავს არმია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ 79.3 წელია, გარშემო კი ისეთი მშვენიერი ბუნებაა, რომ არ შეიძლება ადამიანებს განწყობა არ აუმაღლდეთ.


გრძელი ზამთრის ნაცვლად აქ ულამაზესი პლაჟები, ტროპიკული ტყეები და უმეტესად კარგი ამინდებია.



2. ნორვეგია


ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალია ერთ სულ მოსახლეზე - დაახლოებით $54.947. ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხით ნორვეგიელები მსოფლიოში მეორე ადგილზე არიან. მოსახლეობის 95% ამტკიცებს, რომ მათ ბედნიერებას განაპირობებს არჩევანის უფლება, როგორ მოიწყონ საკუთარი ცხოვრება.


ნორვეგიელების 74% მიიჩნევს, რომ სხვა ადამიანების ნდობა შეიძლება. შედარებისთვის, რუსეთში ეს მაჩვენებელი 27%-ია.


ენდო ადამიანებს - ეს მშვენიერია. კარგია, იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც შეგიძლია, თავს ამის უფლება მისცე.



3. დანია


დანია ახალგაზრდულ ოჯახებსა და მშობლებს ძალიან ეხმარება იმით, რომ ხანგრძლივ დეკრეტულ შვებულებას აძლევს მათ. დანიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარება უფასოა, გენდერული თანასწორობა აქ ნებისმიერ სფეროშია, ძირითადი ტრანსპორტი ველოსიპედია და ქალაქელები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ.


თითქოს ეს ფაქტორები ერთმანეთს არაფრით უკავშირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანების კეთილდღეობისთვის - თანასწორობა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა, ფიზიკური დატვირთვა და დახმარება სახელმწიფოსგან.



4. ვიეტნამი


ეს სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდა. ვიეტნამელები კმაყოფილნი არიან იმით, რაც აქვთ. და ქვეყნის მასშტაბით კმაყოფილების საერთო დონე საკმაოდ მაღალია.


ულამაზესი პლაჟები, გემრიელი საკვები და კეთილგანწყობილი ადგილობრივები - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ვიეტნამის მშვენიერებისა.



5. კანადა


კანადაში სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემოსავალი მაღალია, სოციალური კავშირები კი - საიმედო.


და კიდევ - განათლების სფერო აქ ძალიან განვითარებულია.



6. კოლუმბია


კოლუმბიაში შესანიშნავი მრავალფეროვანი ბუნებაა რამდენიმე კლიმატური ზონით: მთა და ტროპიკული ტყე, სავანა და უდაბნო.


კოლუმბიური ყავა გულს მოგიგებთ, ფერადი ეროვნული დღესასწაულები კი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.



7. ნიდერლანდები


აქ არის შესანიშნავი სამუშაო პირობები და შრომის უსაფრთხოების მაღალი დონე.


ამასთანავე, ჰოლანდიელებს შეუძლიათ სამუშაოსა და ცხოვრების დაბალანსება, რის ხარჯზეც ცხოვრებით კმაყოფილების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია: Bloomberg.com-ის ვერსიით ის 9 ქულას აღწევს.



8. ბელიზი


იცხოვრე მსოფლიოს ყველაზე დიდი ბარიერული რიფებით გარშემორტყმულმა, ისიამოვნე „კარიბის ზღვის“ ცხოვრების წესით და დატკბი ზომიერი კლიმატით - აი, რა გელოდება ბელიზში.


გარდა ამისა, ამ ქვეყანაში რამდენიმე კულტურა საკმაოდ მშვიდობიანად და ჰარმონიულად თანაარსებობს.



9. შვედეთი


თუ ახალ ქვეყანაში გადასვლის შემდეგ ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ, შვედეთი აირჩიეთ. Forbes-ის აზრით, ამ სკანდინავიურ ქვეყანაში თავისუფლება და უამრავი შესაძლებლობაა მეწარმეობისთვის.


სტარტაპები შედარებით იაფია, ხოლო ინტერპერსონალური ნდობის მაღალი ხარისხი და ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული კულტურა კიდევ უფრო ამაღლებს ქვეყანაში ბედნიერების დონეს. ეს არის სამოთხე მეწარმეებისთვის!



10. სალვადორი


ეს ქვეყანა გვატემალისა და მექსიკის პოპულარული ტურისტული მიმართულების ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ მისი მოსახლეობა ფრიად კმაყოფილია იმით, რაც აქვს.


სალვადორში გელოდებათ კეთილგანწყობილი მეზობლები, გემრიელი საკვები და ტურისტებით გადაუტვირთავი ულამაზესი პლაჟები. აქ ძალიან მშვიდი ცხოვრებაა, და ის ფაქტი, რომ სალვადორი არც ისე პოპულარულია ამერიკელებსა და ევროპელებს შორის, ბიზნესშესაძლებლობებიც საკმაოდ კარგია.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?