პლანეტის ყველაზე რომანტიკული ადგილები

საკნატუნო ამბები

24 სექტემბერი 14:00, 2019 წელი

გინდა, თვალები დახუჭო და სულ ერთი წამით მაინც აღმოჩნდე ამ სამოთხეში...

პეპლების ველი



პეპლების ველი სანაპიროზე მდებარეობს. აქ მოხვედრა მხოლოდ ზღვიდან შეიძლება და ფეთხეიდან ყოველდღიურად მოდიან ამ ზღაპრული ადგილის მოსანახულებლად.


1995 წელს პეპლების ველი ნაკრძალად გამოაცხადეს და მთლიანად დახურეს მშენებლობებისთვის.


ქმერების იმპერიის მიტოვებული ქალაქი - ანკგოროს სამეფო, კამბოჯა



ჯუნგლებიც შეიძლება რომანტიკული და იდუმალი იყოს... განსაკუთრებით ხავსივით დაფარულ ნაგებობებს შორის.


ინკების იმპერიის მიტოვებული ქალაქი - მაჩუ-პიკჩუ, პერუ



ეს ქალაქი, როგორც წმინდა თავშესაფარი, ინკების დიდმა მმართველმა პაჩაკუტეკმა დააარსა დაახლოებით 1440 წელს და ის 1532 წლამდე ფუნქციონირებდა, ინკების იმპერიაში ესპანელების შეჭრამდე.


მხოლოდ აქ შეიძლება ნახოთ დედამიწაზე ყველზე მშვენიერი აისი, როცა მიმოფანტული ღრუბლებიდან თქვენ თვალწინ ჯადოსნური ქალაქი გადაიშლება.


იგუასუს ჩანჩქერები, ბრაზილია



სტიქია და რომანტიკა - რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მძაფრი ემოცია, ვიდრე ძალისა და ვნების ერთდროულად შეგრძნებაა? მილიონობით ტონა ვარდნილი წყლის უზარმაზარი ხიბლი და უსასრულობის ენერგეტიკა!


კენიგზის ტბა, ბავარია, გერმანია



სიმშვიდისა და მდუმარების ენერგია! თითოეული ბგერა სარკისებურად აირეკლება ხეობის უმშვენიერეს კლდეებზე, რომელთა შორისაცაა მოქცეული ეს საოცარი ტბა.


ეს ადგილი ულამაზესია წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ზამთარში.


დაბა პორტო-მონიცი, მადეირას კუნძული ატლანტიკის ოკეანეში, პორტუგალია



პატარა კურორტი პორტო-მონიცი, უბრალოდ, იდეალური დასასვენებელი ადგილია მთელი ოჯახისთვის და კიდევ მათთვის, ვისაც ქალაქის ყოველდღიური სიუიტისთვის თავის დაღწევა სურს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ერთი ქოხი სამოთხეს იტევს, რადგან ამ შეგრძნებას ის ადამიანი გჩუქნის, ვინც გვერდით გყავს. ნამდვილ რომანტიკას ხომ ფულით ვერ იყიდი.


დაბა ტრინკომალე, ცეილონის კუნძული ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკა



კაშკაშა ეკვატორული მზე, ინდოეთის ოკეანის ძლივსშესამჩნევი ტალღები, ციდან ჩამოცვენილი ქოქოსი, ბუნგალო სანაპიროზე, მუქი ფერის ოფიციანტი ბანანის ფრეშიანი ჭიქით... ვერაფერს იტყვი, სრული ნეტარებაა!


კუნძული სკაი, შოტლანდია



...ოკეანიდან მობერილი ცივი ქარი და ულამაზესი დაისი.


Маяк Neit Point. ყვითლის და შავის მსუბუქი შეხამება, ნაცვლად წითლისა, ლამაზი დაისი და არსად სულიერის ჭაჭანება... ალბათ, ყველაზე რომანტიკული შუქურა მსოფლიოში. ის 1909 წელს ააგეს, 18-მეტრიანი შუქურა ზღვის დონიდან 62 მეტრზეა აღმართული და მისი შუქი 24 მილის რადიუსში ჩანს.


კოლის ნახევარკუნძული, რუსეთი



პოლარული დღეების დროს ორ ადამიანს ერთმანეთის სიყვარული უფრო ათბობს, როცა  მზე მხოლოდ ერთი საათით ჩნდება ჰორიზონტზე...


ეს არის ემოცია, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ!


ღამის ათენი



მაგრამ სიყვარულის დრო - ეს, რა თქმა უნდა, საღამოა!


აკროპოლისი და ათენი მხოლოდ ორისთვის...


ღამის რიო-დე-ჟანეირო



ულამაზესი მწვანე ქვის მთების მშვენიერი ფორმები, ბარაკები და ცათამბჯენები... და ატლანტიკის ოკეანე. ეს რიოა... რიო ღამით.

წყარო
იცით თუ არა...

„ისპანკა“ ფოტოებში - ვირუსი, რომელიც ახალგაზრდებს „ერჩოდა“

ერთ დღეს, აშშ-ს არმიის ფორტ-რაილის ბაზაზე (კანზასის შტატი) სამხედრო ჰოსპიტალს რიგითმა ჯარისკაცმა ალბერტ გიტჩელმა ყელის ტკივილით, ხველით და შემცივნებით მიაკითხა. 
დღის ჰოროსკოპი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.
ურთიერთობა

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დისტანციურად მუშაობამ?

ამ გამოკითხვამ, რომელიც „ფანთაიმმა“ თავის მეგობრებსა და მკითხველებს შორის ჩაატარა, დისტანციური მუშაობის საინტერესო მხარეები დაგვანახა...
ამბები

უმსხვილესმა ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

დღეიდან ,,მაგნიტის“ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

„მაგნიტში“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს.
ამბები

„არქიმ“ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

დღეს „არქი“ მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით „არქიმ“ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.
კინო

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს - ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)

ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.
ამბები

„სმარტი“, წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად, საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.
დღის ჰოროსკოპი

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?