ცნობილები თვითიზოლაციაში

საკნატუნო ამბები

8 აპრილი 17:00, 2020 წელი

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?

ბოლო რამდენიმე კვირამ გვაჩვენა, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენც და სელებრითებიც სახლებში ვართ გამოკეტილები და თვითიზოლაციაში ზოგი ტიკტოკზე ვწერთ ვიდეოებს, ზოგი - დღეში 5-ჯერ მეტ პოსტს ვდებთ, ვიდრე აქამდე ვპოსტავდით.


კორონა ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე, რიტა უილსონი კარანტინიდან ამერიკაში დაბრუნდნენ.


ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კორონავირუსის გადატანის შმდეგ

COVID-19-სგან გამოჯანმრთელდნენ ასევე პინკი და მისი 3 წლის ბიჭუნა, ჯემისონი. მომღერალი ოჯახთან ერთად კვლავ კარანტინში რჩება და ფანებს ინსტაგრამის მეშვეობით ეკონტაქტება.



კორონავირუსი დაუდგინდა იდრის ელბასაც. მსახიობმა ტვიტერზე ემოციური ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა. „დარჩით სახლში და იყავით პრაგმატულები. დაიცავით ადამიანები ვირუსისგან“, მოუწოდა ფანებს მსახიობმა.



COVID-19-ით დაინფიცირდა ოპერის მომღერალი პლასიდო დომინგო. მომღერალს დიაგნოზი დაახლოებით 1 კვირის წინ დაუსვეს. შემსრულებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დომინგო დაავადებას კარგად უმკლავდება და მკურნალობის პროცესი პროგრესირებს. დიაგნოზის გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე დომინგომ $500 000 გადარიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ვირუსი შეეხოთ.

აი, მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი, ბავშვებთან ერთად, ამ ვიქენდზე ლოს ანჟელესის ერთ-ერთ პარკში შენიშნეს, სადაც ოჯახმა ფასტ ფუდით ექსპრომტად პიკნიკი მოაწყო. 




თუმცა, ცნობილი ადამიანები თავიანთ ფანებს გამუდმებით თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ, რამდენად არაკომფორტულიც არ უნდა იყოს ხანდახან ის.


მაგალითად, ცნობილი ტელეწამყვანი, ელენ დეჯენერისი თვითიზოლაციის რთულ დღეებს საკუთარ სატრენაჟორო დარბაზში ატარებს და ცდილობს, დეპრესიულ განწყობას არ დანებდეს.


მსახიობი ლორენ კონრადი თავის ინსტაგრამზე აქვეყნებს პლედების სასახლეს, რომელშიც ალბათ თვითიზოლაციის გატარებას აპირებს.



ესეც ჯენიფერ ლოპესის შვილი - ალბათ როგორ მოიწყინა, ამხელა ეზოში გასართობს რომ ვერ პოულობს.



ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმაც გამონახეს გზა, როგორ დასძლიონ კარანტინის ცხოვრების ერთფეროვნება.



ფეხბურთელ სესკ ფაბრეგასისთვის ძალიან რთულია ალბათ დაცარიელებული ქალაქის ცქერა ყოველდღე.



ლეიდი გაგა უკვე მე-6 დღეა, რაც კარანტინში თავის ბოიფრენდთან ერთად იმყოფება. შეყვარებულები ვიდეოთამაშებითა და სამაგიდო თამაშებით ერთობიან.



ზოგიერთი ვარსკვლავი კი სულაც არ კარგავს დროს და კარანტინში ახალ საქმიანობას იწყებს. მაგალითად, მაილი საირუსმა ფანებისთვის ახალი შოუ დაიწყო. შოუს თვალი მის ინსტაგრამზე შეგიძლიათ, მიადევნოთ.



 


JoJo, ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა სელებრითი, ტვიტერზე ახალ სიმღერას აქვეყნებს, რომელიც მან, არც მეტი, არც ნაკლები, კორონა ვირუსს მიუძღვნა.


JoJo



ლოურენ კოქსიც
,
დაახლოებით, იმავეს აკეთებს, რასაც უმრავლესობა ჩვენგანი - თავის სამოსს სახლში იზომებს, იგონებს ახალ ლუქებს და ვიდეოებს წერს.

ტეილორ სვიფტი - მომღერალი, რომელიც მანამდეც გამოირჩეოდა ქველმოქმედებისადმი სიყვარულით, ახლაც მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო არამხოლოდ კორონა ვირუსით ინფიცირებულებისთვის, არამედ იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვინც კარანტინის გამო სამსახური დაკარგა.


ამ პერიოდში, მისმა ერთ-ერთმა ფანმა, სამანტა ჯეიკობსონმა დაწერა, რომ ისიც სიამოვნებით ჩაერთვებოდა კამპანიაში, თუმცა პანდემიის გამო სამსახური დაკარგა და გადასახადების გადახდა თავადაც გაუჭირდა. სამანტამ რამდენიმე საათში შეტყობინება მიიღო ვარსკვლავისგან, სადაც ის სწერდა: "სამანტა, შენი ტვიტი ვნახე გადასახადების შესახებ და მინდა დაგეხმარო. რა გზით შეიძლება გაჩუქო $3000? იყენებ PayPal-ს? სიყვარულით, ტეილორი".





დაბოლოს - სიურპრიზი:
დემი მური და ბრუს უილისი ერთად ატარებენ თვითიზოლაციის პერიოდს. მათი ქალიშვილი 26 წლის ტალულა აქვეყნებს პიჟამა-ფართის მხიარულ ფოტოს, სადაც უკანა ფონზე ჩანან შუათანა ქალიშვილი, 28 წლის სკაუტ უილისი და მისი ქმარი დილონ ბასი, თავიანთ ძაღლთან ერთად. სავარაუდოდ, იქვეა უფროსი ქალიშვილი რუმერიც.
სად არის ამ დროს ბრუს უილისის ცოლი ემა ჰემინგი და მათი ორი ქალიშვილი, ამაზე ტალულა უილისი არაფერს წერს.



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?