1. ფუტკრების ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანის სხეულზე
ჩინელმა გაო ბინგომ 236 000 ცოცხალი ფუტკრით დაიფარა სხეული.
2. ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა ავტომობილში
ეს რეკორდი წელს მაისში კრასნოიარსკში დაამყარეს. ავტომობილში 40 ადამიანი ჩაეტია.
3. ყველაზე მასობრივი სეანსი იოგაში ფეხმძიმეებისთვის
2014 წელს ჩინეთში 505 მომავალმა დედამ მიიღო მონაწილეობა იოგას სეანსში.
4. მასობრივი ფოტოსესია საცურაო კოსტიუმში
1010 გოგონა გადაიღეს ერთად საცურაო კოსტიუმში ავსტრალიის პლაჟზე.
5. ყველაზე მეტი რაოდენობის ლუდის კათხა ერთი ადამიანის ხელში
ოლივერ სტრუმპფელმა 27 კათხა წაიღო 40 მეტრის მანძილზე. გასაკვირი არაა, რომ რეკორდი გერმანიაში დაამყარეს.
6. სუშის ყველაზე დიდი ნიმუში
26 000 სუშისგან დაფარული 37 კვადრატული მეტრი. ეს 2011 წელს ჰონკონგში მოხდა.
7. კაპუჩინოს ყველაზე დიდი ფინჯანი
45 სმ, 71.5 დიამეტრისა და 50-კილოიანი კაპუჩინოს ფინჯანი მოსკოვში მოამზადეს.
8. ყველაზე გრძელი ფრჩხილები
კრის უოლტონი 18 წელი იზრდიდა ფრჩხილებს, და 2011 წლისთვის მისმა სიგრძემ მარჯვენა ხელზე 3 მეტრს მიაღწია, მარცხენაზე კი - 3.5 მეტრს.
9. ყველაზე ხანგრძლივი კოცნა
ორი ტაილანდელი შესვენების გარეშე 50 საათი, 25 წუთი და 1 წამი კოცნიდა ერთმანეთს.
10. საქორწინო კაბის ყველაზე გრძელი შლეიფი
2750-მეტრიანი შლეიფით რუმინელი ემა იწონებდა თავს. ამ საოცრების შექმნას 100 დღე, 1857 ნემსი და 4500 მეტრი ქსოვილი დასჭირდა.