ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

საკნატუნო ამბები

3 ივნისი 14:00

რა ხდება განქორწინების შემდეგ?

თხის რქა


თხის რქა, ერთი შეხედვით, იდეალური ყოფილია: იგი აბსოლუტურად მშვიდად და ჩუმად აწერს განქორწინების საბუთებს ხელს და ქმარს ერთხელ და სამუდამოდ სკანდალების, ისტერიკის, გარჩევებისა და დაბრუნებების გარეშე იშორებს. თუმცა მოგვიანებით თხის რქის ყოფილი ქმარი გაარკვევს, რომ მას ოფიციალურად აღარაფერი ეკუთვნის: სახლი, აგარაკი, მანქანა - ყველაფერი ცოლის სახელზეა და ეს იმიტომ, რომ მუდამ მოწესრიგებულ და აკურატულ თხის რქას თითოეული ჩეკი აღრიცხული აქვს და სათუთად ინახავს შესაბამის საქაღალდეში. დიახ, ქორწილისთვის რომ ლიმუზინი დაიქირავეს, იმის ჩეკიც შენახული აქვს.


მერწყული


გაგიმართლათ, თუკი მერწყულ ქალს გაშორდით: მერწყული ხომ ხელის გასაწერადაც ისეთი ენთუზიაზმით გარბის, თითქოს, მანამდე დაბმული იყო და მთელი ცხოვრება მხოლოდ ამაზე ოცნებობდა! მომდევნო ერთი წელი მისი სახლში დაჭერა გაგიჭირდებათ: ერთობა მეგობრებთან ერთად, მოგზაურობს, მოკლედ, ტკბება თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებით. და როცა თქვენზე დარდს შეწყვეტს (დიახ, გულის სიღრმეში ის მაინც დარდობდა), აუცილებლად დაგირეკავთ და გეტყვით: „აი, გადაგიყვარე. არ გინდა სექსით დავკავდეთ?“


თევზები


თევზები განშორებით ძალიან იტანჯება. ისე, როგორც აქამდე არავინ დატანჯულა! და თუ ფიქრობდით, რომ თევზებს არც აქამდე აკლდათ განცდები, ძალიან ცუდად გცნობიათ. ყველა მისი ტანჯვა, რაც კი აქამდე განუცდია, სავსებით ასატანი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის ახლა საყვარელ ადამიანთან დაშორებით განიცდის. თუმცა აქ მაინც არის ერთი მომენტი: ვერავინ იფიქრებს, რომ ამ სევდიან და ემოციურ არსებას კარგი მკვლელობის დაგეგმვა შეუძლია.


ვერძი 


ყველასათვის გასაოცრად, ვერძი სრულიად ნორმალური ყოფილი ცოლია. რამდენადაც დიდი იყო შანსი, რომ ვერძთან ქორწინებაში მყოფი დაეჭერით, იმდენად მცირეა შანსი, რომ იგი ოდესმე კიდევ ჩაერევა თქვენს ცხოვრებაში: აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ თხოვთ, რომ დაგიბრუნდეთ, ან რამდენჯერ დაუწერთ გულისამაჩუყებელ სერენადებს, ვერძი წარბსაც აღარ შეიხრის - ყოფილი მისთვის ცარიელი ადგილია.


კურო


კურო მკაცრი ყოფილია. ის ხომ, როგორც ცნობილია, ვერ იტანს უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი და, წარმოიდგინეთ, პირად ცხოვრებაში ამხელა ცვლილებას მისთვის რა სტრესის მიყენება შეუძლია! თუმცა თუკი განქორწინება გარდაუვალია, კურო ცდილობს, გაეყაროს რაც შეიძლება სწრაფად. და ამისათვის არაფერს არ მოითხოვს: მაგალითად ქონების შუაზე ან სამართლიანად გაყოფას; შეგიძლიათ ბავშვები რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ მოინახულოთ, თუ გინდათ, საყვარელი კატაც წაიყვანეთ, ოღონდაც რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი! თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი ძალიან უნდა იფრთხილოთ და კარგად მოიქცეთ, მოერიდეთ კუროსთვის ნერვების წყვეტას, იმიტომ რომ მას თქვენი მომავალი პარტნიორების მიწასთან გასწორება შეუძლია.


ტყუპები


ტყუპებს გულის სიღრმეში მძიმედ და მტკივნეულად გადააქვთ განშორება. ეს იმიტომ რომ თუკი ერთხელ ვიღაცას ტყუპებისთვის უღელის დადგმა გამოუვიდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალმა ცხოვრებაში რაღაც მთავარი იპოვა: კარგი მოსაუბრე! სექსით, კომფორტული სახლიდა და ბავშვებით ნებისმიერი სულელი უზრუნველყოფს, თუმცა ვის შეეძლება გაყვეს ტყუპებს ინტელექტუალურ საუბრებში ისევ ისე, როგორც მის ყოფილს? სწორედ ამიტომაც, ტყუპები, სანამ გადავლენ ეტაპზე „ამ იდიოტთან რას ვაკეთებდი“, სერიოზული აგენტები ხდებიან: უთვალთვალებენ ყოფილის სოციალურ ქსელებს, ასწავლიან საერთო შვილებს აგენტობას და ა.შ.


კირჩხიბი


ეს მზრუნველი ქალები განქორწინების შემდეგაც აგრძელებენ ყოფილებზე ზრუნვას - მასთან ყოველთვის შეიძლება სტუმრობა და მონახულება, ხანდახან ღამის გათევაც კი; მასთან ცხელი წვნიანი და მეგობრული მხარი ყოველთვის დაგხვდებათ, ოღონდ ცხადია უკვე როგორც და-ძმა. ყოფილი ქმრები ხომ კირჩხიბებისთვის ნათესავების ამპლუაში ინაცვლებენ, ნათესავთან სექსი და დაქორწინება კი ცუდი აზრია.


ლომი


ლომი ქალი დიდსულოვანი ყოფილია. ლომს თავისი ინიციატივით არავინ დაშორდება, ხოლო თუ თავად შორდება კაცს, არანაირი დანაშაულის შეგრძნება არ აწუხებს, პირიქით, მზადაა, რომ თანასწორი მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოს ყოფილ ქმართან. აი, თუკი ქმარმა თავად მოითხოვა ლომთან განქორწინება, მაშინ... პრინციპში არც მაშინაა ის წინააღმდეგი, რომ ყოფილთან იმეგობროს. აბა, დაფიქრდით, რომელი ნორმალური კაცი წავა მისგან? ყველაფერი გასაგებია, საბრალო კაცმა ალბათ თავი რამეს მისცხო და სამუდამოდ დაავადდა.


ქალწული


რამდენადაც ოჯახში იდეალური ცოლია, იმდენად იდეალური ყოფილია ქალწული. თუკი შესაძლებელია, ნურასოდეს გაეყრებით ქალწულს, თუმცა თუკი გარდაუვალია, აუცილებლად იქონიეთ გეგმა ბ: შეიცვალეთ სქესი, პასპორტი და დატოვეთ ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად. ქალწულისგან გაქცევა მხოლოდ მთელი ქონების მისთვის გადაფორმებით, ნერვებისა და ტვინის სერიოზული დაზიანებების ფასად შეგიძლიათ. და გგონიათ, ამ ყველაფერს სკანდალით აკეთებს? არა, ცხადია. „მე მაინც ყოველთვის მეყვარები და მხოლოდ კარგს გისურვებ“ - ამ სიტყვებით, წარბშეუხრელად და ხმააუმაღლებლად ის მთელ თქვენს დარჩენილ ცხოვრებას მოწამლავს.


სასწორი


სასწორი ყოფილი ნამდვილი ფუმფულა ბაჭიაა. საქმე ისაა, რომ სასწორები კაცებს ყოველთვის მარტივად უშვებენ, რადგან თუკი სასწორი აღარ უყვართ, მაშინ კითხვების დასმას რაღა აზრი აქვს? ამიტომაც, არანაირ ისტერიკას და ჩხუბს სასწორი არ გამართავს, რადგან დაძალებით არაფერი გამოვა. მეტიც, სასწორები ყოფილებს გულწრფელად ემეგობრებიან, ამაში იგულისხმება ხანდახან უბრალოდ დარეკვა საჭორაოდ, ან, სულაც, ყოფილის ქორწილში წასვლა და მოლხენა.


მორიელი


მორიელი ყოველთვის იქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მისთვის სულ ერთია განქორწინება. თუმცა ცხადია, მისი გული გატეხილია, ხოლო გონება - შურისძიების გეგმების დასახვითაა დაკავებული. თუკი ყოფილი ფიქრობს, რომ მორიელი ქალი ინერვიულებს, მაგრამ დამშვიდდება, ძალიან ცდება: მორიელები არასოდეს არაფერს ივიწყებენ. ისინი ყოფილებზე კომპრომატებს აგროვებენ და ეს კარგადაც გამოსდით, რადგან მათ ყოფილების ყველა სუსტი წერტილი გადასარევად ახსოვთ. ასე რომ დარტყმა აუცილებლად საჭირო ადგილას და საჭირო დროს იქნება. გამანადგურებელ დარტყმას ვგულისხმობთ.


მშვილდოსანი


ყველაზე მეგობრული ყოფილი ცოლი მშვილდოსანია. მასთან გაყრა თითქოს პურზე ჩასვლასავით უმნიშვნელოა. მშვილდოსნებს ხომ სასაცილოდ არ ჰყოფნით დოკუმენტები და საბუთებში ოფიციალური ბეჭდების არსებობის საკითხი. მეტიც, მისი აზრით, ურთიერთობა გაშორების მერე გაცილებით უმჯობესდება: ცხოვრებიდან ქმარს არ აქრობს, როცა უნდა მაშინ ხვდება და სექსი აქვს, სამაგიეროდ, სახლში როგორც უნდა, ისე იქცევა. საბოლოო ჯამში კი ყოფილი ხვდება რა დაკარგა, მშვილდოსანი კი ოჯახურ უღელში მეტჯერ თავის გაყოფაზე აღარც ფიქრობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?