ფანქარი ბოლოკაბა - რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

საკნატუნო ამბები

9 ივნისი 18:00, 2020 წელი

როგორც სტილისტები გვარწმუნებენ, სწორად შერჩეული ფანქარი ბოლოკაბა ყველა ქალს უხდება.

თუმცა უამრავი ქალი ფიქრობს, რომ ეს სტილი მათი სხეულის ნაკლოვანებას ხაზს გაუსვამს, ზოგიერთი კი ზედმეტად არაკომფორტულად მიიჩნევს, რაშიც, სამწუხაროდ, არის სიმართლის მარცვალი. ფანქარი ბოლოკაბა არაა ის სამოსი, რაშიც თავს თავისუფლად იგრძნობთ. თუმცა, იგი ქალს სექსუალურობას, თავდაჯერებულობას და რწმენას მატებს, მეტიც, სიმკაცრესაც კი, როცა ეს საჭიროა. ამიტომაც ის საქმიანი ქალის გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.


მაშ ასე: რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?


ზომა


პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზომას, რადგან ეს ბოლოკაბა არც ერთ შეცდომას არ პატიობს ქალებს. ის აუცილებლად ფიგურაზე ზუსტად მორგებული უნდა იყოს.


სიგრძე


ამ ბოლოკაბის ზოგიერთი მოდელი ზედმეტად მოკლეა, ზოგიერთი კი - თითქმის კოჭამდე. მისი ყველაზე პოპულარული ზომა მუხლს ოდნავ ქვემოთაა.


ფერი


აჯობებს, სავსე გოგონებმა უფრო მუქი ფერების ფანქარი ქვედაბოლო ატარონ, რათა დამალონ მოცულობა, თუმცა ზედა პირიქით, შესაძლებელია ნათელი ფერის იყოს. თუკი გსურთ, ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდეთ, კლასიკური ფერების ან ვერტიკალურზოლიანი ბოლოკაბა შეარჩიეთ.


დიზაინი


თუკი გემრიელი ფორმებით ვერ იწონებთ თავს, მაშინ ატარეთ მაღალწელიანი ქვედაბოლოები მუხლს ოდნავ ქვემოთ. შესაძლებელია ჯიბეებიანი ვარიანტიც სცადოთ - ეს ხომ 2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდია. ხოლო თუკი პირიქით, „გაბარიტების“ ვიზუალურად შემცირება გსურთ, მაქსიმალურად მარტივ და დეტალების გარეშე მოდელზე გააკეთეთ არჩევანი.


მასალა


ტყავი, ტრიკოტაჟი, ლაკი და ვინილი ვიზუალურად უფრო ზრდის ფორმებს. ჯინსისგან და ასევე არაპრიალა ტყავის მასალისგან შეკერილი ქვედაბოლოები კი პირიქით, თითქმის ყველას უხდება.


რაც შეეხება 2020-ის ტრენდებს, წელს ფანქარი ქვედაბოლო განსაკუთრებით მოდურია ტრენჩებთან, ჯინსის ქურთუკებთან, ჩექმასთან, დიდსახელოებიან ან აბრეშუმის ნაზ ბლუზებთან. აქვე, არ დაივიწყოთ კონტრასტებიც - მიუხედავად იმისა, რომ თავად ფანქარი ქვედაბოლო ბიზნესლედობასთან ასოცირდება და, შესაბამისად, საოფისე მკაცრ დრესკოდთან, წელს, ის ბიზნეს-ქეჟუალ სტილში ფერების კონტრასტებსაც იტანს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?