საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში - 7 მთავარი კერძი!

საკნატუნო ამბები

7 დეკემბერი 13:00, 2019 წელი

„ბედის ირონია“, „ცისფერი ეკრანი“ და საახალწლო მაგიდა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ამ კერძების გარეშე და რომლებიც, 60-70-იანების თაობას, უბრალოდ, ბავშვობას გვახსენებს...

1. სალათი „ოლივიე“



საბჭოთა სალათების „დედოფალი“, ცოტა ბოსტნეულით და ბევრი მაიონეზით. 



2. სალათი „მიმოზა“



ლამაზი სალათი, რომელსაც ყვავილის სახელწოდება ჰქონდა და გარეგნულადაც ჰგავდა. ბავშცვებს, მახსოვს, არ გვაჭმევდნენ, რადგან თევზით კეთდებოდა. მტავარი ინგრედიენტები იყო: კარტოფილი, ხახვი, კვერცხი და ძალიან ბევრი მაიონეზი. 


 


3. სალათი „შუბა“ ქაშაყით



კიდევ ერთი ტრადიციული საბჭოური სალათი, რომელიც უცხოელების გაოცებას დღემდე იწვევს. შებოლილი ქაშაყით, ჭარხლით, კარტოფილით, კვერცხით, სტაფილოთი, ზოგჯერ - ვაშლითაც და, რაღა თქმა უნდა, ბევრი მაიონეზით.


 


4. „ხალადეცი“



გახსოვთ, ფრაზა „ბედის ირონიიდან“: „Какая гадость… какая гадость эта ваша заливная рыба!“
მართლაც, თევზის „ხალადეცის“ მომზადებას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდებოდა, რათა ხარშვისგან თევზი არ ჩაშლილიყო და ნადია შეველიოვასავით არ „შერცხვენილიყავით“. ამიტომ, ძირითადად, ლაბას ღორის თავ-ფეხისგან ამზადებდნენ.


 


5. ბუტერბროდები ხიზილალით 



თუკი საბჭოთა დროს ხიზილალას კოვზით ჭამდნენ, ახლა ის დელიკატესია. რა თქმა უნდა, ყველგან იყიდება, თუმცა ძალიან ძვირია. არადა, პუზე გადასმული კარაქი ხიზილალით, ნამდვილად ღვთაებრივი საჭმელია!


 


6. ნაპოლეონი




დესერტი, რომლითაც სრულდებოდა საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში. ამ ნამცხვარს, რა თქმა უნდა, სახლში ამზადებდნენ და იგი საოცრად გემრიელო იყო. ამიტომ, თუ ტრადიციის გამეორება გსურთ, ნუ იყიდით, თავად მოამზადეთ. 


 


7. მანდარინი



ანანასი და ბანანი მაშინ მხოლოდ ბურჟუების მაგიდაზე იდო, ამიტომ საბჭოთა ხალხი მანდარინით კმაყოფილდებოდა. თან იმდროინდელს თითქოს სულ სხვა გემო ჰქონდა. 


 


და ბონუსად -  „სოვეტსკოე შამპანსკოე“ 



ამ ცქრიალა ღვინის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელი იყო და ეს სავსებით ბუნებრივია - შამპანური ხომ მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. სხვათა შორის, საექსპორტოდ გამიზნულ ამავე სასმელს „სოვეტსკოე იგრისტოე“ ერქვა. დაარქმევდი „შამპანურს" და მაგ დასახელებისა და სავაჭრო ნიშნის პატრონი ფრანგები ტყავს გაგაძრობდნენ!

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?