„როდესაც ორივე სახლში ვართ, ხშირად დევიდი ჩემი ტანის კრემებით სარგებლობს,“ - ამბობს ვიქტორია ამერიკულ ELLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში და განმარტავს, რომ სხეულის მოვლას დიდ ყურადღებას უთმობს, რის გამოც ტანისთვის სხვადასხვა ლოსიონებს იყენებს.
მეუღლის საქციელში კი გასაოცარს ვერაფერს ხედავს. „თავიდან ცოტა გამიკვირდა, თუმცა ამაში გასაოცარი არაფერია, როგორც ქალს, ასევე კაცსაც სჭირდება მოვლა და ჰიგიენის დაცვა, რაც სავსებით ნორმალურია,“ - მიიჩნევს მისის ბექჰემი და აქვე იმასაც დასძენს, რომ მეუღლესთან თავს ბედნიერ ქალად გრძნობს.