11 ხრიკი ნამდვილი დიასახლისებისთვის - გაიადვილეთ ცხოვრება

საკნატუნო ამბები

9 იანვარი 18:00, 2015 წელი

გთავაზობთ 11 გენიალურ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ შესანიშნავი დიასახლისი.

1) რძე რომ არ დამჟავდეს, შეფუთვაში გახსნისთანავე დაუმატეთ ცოტა მარილი. ასე რძე ვარგისიანობას უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.



2)  ღვინის ნარჩენი შეიძლება გაყინოთ ყინულის სპეციალურ ფორმებში და შემდეგ  სუფსა და სოუსში გამოიყენოთ.


 


3) ზეთი ხელმეორედ რომ გამოიყენოთ და გააქროთ არასასურველი გემო, გააცხელეთ ზეთში ჩაგდებული 0.5 სანტიმეტრიანი იმბირი. დიახ, იმბირის ფესვი ასე უცნაურად გამოიყურება. ის  უცხო სუნსა და გემოს აუცილებლად შეიწოვს. 


 


4) მოხარშულ კარტოფილსა და მაკარონზე გადავლებული ცივი წყლით შეიძლება, ოთახის ყვავილები მოვრწყათ. ნივთიერებები, რომელსაც ეს წყალი შეიცავს, თქვენს მცენარეებს, გვენდეთ, მოეწონებათ.


 


5) თქვენს  საყვავილესა თუ დოქში ყველა კუთხე-კუნჭული რომ გაასუფთაოთ, აავსეთ ისინი წყლით და ჩააგდეთ 2 აბი ალკა-ზელცერის პრეპარატი. წარმოქმნილი ბუშტები ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებენ.


 


6) იმისათვის, რომ ელექტროჩაიდანს  ნადები მოაშოროთ, აადუღეთ მასში ძმრიანი წყალი (პროპორციით 1:1).



7) თუ ჭიქა მეორე ჭიქაში გაიჭედა, მათი განცალკევება ძალიან ძნელია. ჩააგდეთ ჩაჭედილ ჭიქაში ყინულის ნატეხი, გარე ჭიქა მოათავსეთ თბილ წყალში. სითბოს მოქმედებით ჭიქა გაფართოვდება, ცივი ჭიქა შეიკუმშება და თქვენ შეძლებთ მათ დაცილებას.


 


8) ცარიელ, ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში უსიამოვნო სუნი რომ არ იყოს, ჩაყარეთ მასში ცოტა მარილი.


 


9) ტომარაში შენახულ კარტოფილს  ღეროები რომ არ გაუჩნდეს, ტომარაში ვაშლი მოათავსეთ.


 


10) არ შეინახოთ ბანანი ერთ მტევნად და არც სხვა ხილთან ერთად. დაშალეთ მტევანი და ბანანები ერთმანეთისაგან მოშორებით შეინახეთ.


ბანანი გამოჰყოფს აირს, რომელიც ხილის სწრაფ დამწიფებას იწვევს. ცალ-ცალკე ისინი უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ ვარგისიანობას.


 


11) თუ სადილი დაამლაშეთ, ჩაამატეთ რამდენიმე კარტოფილი. ის  ზედმეტ მარილს შეიწოვს.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?