22 არაჩვეულებრივი ფილმი სიყვარულზე

საკნატუნო ამბები

14 იანვარი 15:00, 2015 წელი

FunTime-მა ამ პოსტში სიყვარულის შესახებ ისეთ ფილმებს მოუყარა თავი, რომლებაც უკვე დიდი ხანია, მოიპოვეს მაყურებლის სიყვარული: რამდენჯერმე უყურებენ, გმირებს ციტირებენ და ისმენენ მელოდიებს ფილმებიდან.

სიყვარულზე ლაპარაკი არ არის ადვილი, კიდევ უფრო ძნელია ფილმების გადაღება -  ძალიან პატარაა ზღვარი ნამდვილ გრძნობებსა და თვალთმაქცობას შორის, ტრაგიზმსა და დრამატიზმს შორის.


მოჩვენება


სიცოცლხლე და სიკვდილი შეუთავსებელ პოლუსებად გვეჩვენება, თუმცა ფილმში ”მოჩვენება” ისინი ერთმანეთთან წარმოუდგენლად ახლოს არიან - ამის მიზეზი კი სიყვარულია. 


კადრში გრძნობის ასე ლამაზად ასახვა ყველას არ ძალუძს. ფილმის ყურებისას მთავარი გმირების - მოლისა და სემის გრძობების ისევე გჯერა, როგორც საკუთარის, თითქოს სწორედ შენ ხარ ის, ვინც ახლა ემოციით იწვის. ამისთვის პატრიკ სუეიზს, დემი მურსა და ვუპი გოლდბერგს უნდა ვუთხრათ მადლობა.



ტიტანიკი


”ტიტანიკი” - ეს არ არის ამბავი მხოლოდ გემის ჩაძირვის შესახებ,  ეს საშინელი კატასტროფის ფონზე სათუთი სიყვარულის დაბადების ისტორიაა.


”ტიტანიკმა” კინემატოგრაფია ორ ნაწილად გაყო:  ეპოქა ”ტიტანიკამდე” და მას შემდეგ. არც მანამდე და არც ფილმის გამოსვლის შემდეგ კინემატოგრაფიას არ ახსოვს სცენა, რომელმაც იმავე მასშტაბურობით შეძლო გადმოეცა გიგანტური გემის ქიმზე როუზისა და ჯეკის პირველი კოცნით აღძრული ემოცია. 



რომაული არდადაგები


არაჩვეულებრივი ”რომაული არდადაგები” არ ძველდება. იშვიათია ადამიანი, რომელიც არ მოიხიბლება უმშვენიერესი ოდრი ჰეპბერნით, წარმოსადეგი გრეგორი პეკით, მარადიული რომით, ნათელი სიყვარულით, შეუდარებელი იუმორითა და სევდიანი დრამით. ”რომაულ არდადაგებში” ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება იმისათვის, რომ საკუთარ თავში თავისუფალი და წმინდა სიყვარულის ახალი ზღვარი აღმოაჩინოს.



ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება


შეიძლება სიყვარული გონებიდან წაშალო, მაგრამ გულიდან ამოიგდო - ეს უკვე სხვა ამბავია. თავის ფილმში  რეჟისორ-ჯადოქარი მიშელ გონდრი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით მეტად თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რომ ცხოვრებაში არ არსებობს კლავიში DELETE, სურვილისამებრ მოგონებებს ვერ ამოვშლით ჩვენი გულიდან.


მთავარი სათქმელის უკეთ წარმოჩენაში მას მსახიობთა შეუდარებელი გუნდი ეხმარება, განსაკუთრებით კი ჯიმ ქერი და ქეით უინსლეტი.



ამელი პულენის საოცარი თავგადასავალი


ფანტაზიორი ამელი თავის სააბაზანოში პოულობს სამალავს ძველი სათამაშოებით და  გადაწყვეტს, დაუბრუნოს ”განძი” კანონიერ მფლობელს. ეს კეთილშობილური საქციელი გოგონას ცხოვრებას ცვლის და გმირი სრულიად მოულოდნელად სხვა ადამიანების ცხოვრების ნაწილი ხდება.


კომპოზიტორ იან ტერსენის აღმაფრთოვანებელი მუსიკის გარეშე ჩემთვის პარიზი უკვე წარმოუდგენელია.



ბინძური ცეკვები


რომანტიკული ისტორია სიყვარულზე,  ცეკვებზე,  ერთგულ მეგობრობასა და ... კვლავ  სიყვარულზე. ”ბინძურ ცეკვებში” ფილმის ატმოსფერო მკაფიოდ აღიქმება, გვიზიდავს და აღგვაფრთოვანებს.


დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ ყველა გოგონა მოინდომებს, ისწავლოს ცეკვა და უყვარდეს მთავარი გმირებივით.



მზის ამოსვლამდე


პეპლები მუცელში - ნაცნობია, არა?  ფილმი ”მზის ამოსვლამდე” ზუსტად ასეთია: ახლობელი, სულში ჩამწვდომი. ფილმის გმირების - ჯესისა და სელინის სამყარომ მხოლოდ ერთ დღეს იარსება, მაგრამ მხოლოდ ამ დღისთვისაც ღირს ცხოვრება. ეს ყოველი ადამიანის ოცნებაა, რომელსაც რიჩარდ ლინკლეიტერმა ხორცი ეკრანზე შეასხა. დაე, თითოეულს  ჰქონდეს ცხოვრებაში ერთი ასეთი დღე.



პ.ს. მე შენ მიყვარხარ


ეს კეთილი ფილმი  გვიჩვენებს, როგორი ფაქიზია ის, რაც ჯერ კიდევ გუშინ ერთიანი და მუდმივი გვეგონა. ვხედავთ, რომ სიყვარულში ბევრი ლამაზი სიტყვა საჭირო არ არის და მთავარია მხოლოდ სამი...



 


არც კი დაგსიზმრებიათ


შესანიშნავი, გასაოცარი და ლამაზი ფილმი საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოსწავლეების - კატიასა და რომას სიყვარულზე. ფილმში ნახავთ, როგორია, ელოდე წერილს საფოსტო ყუთის გვერდით, საყვარელი ადამიანის ხმას განუწყვეტლივ უსმენდე მაგნიტოფონზე. მიხვდებით, როგორია, იცხოვრო მობილურებისა და ელექტრონული ფოსტის გარეშე.



ნამდვილი სიყვარული


”ჩვენ ირგვლივ სყვარულია, რეალური სიყვარული”, - ამ სიტყვებით იწყება ფილმი და ხვდები, რომ შესაძლოა, მას ასჯერ უყურო და მაინც არ მოგბეზრდეს. საკუთარ შინამოსამსახურეზე შეყვარებული მწერალი, ძველი როკ-ვარსკვლავი, მოწყენილი პრემიერ მინისტრი, ქვრივი, პორნო მსახიობები - ამ ფილმის ყველა გმირი   ძალიან მნიშვნელოვანის მოწმე გახდა. დიახ, გადააჭარბეს, დიახ, ასე ცხოვრებაში არ ხდება,  მაგრამ ”ნამდვილი სიყვარული” კინო-ოცნებაა, რომელიც ყოველდღიურობას გვილამაზებს.



დათვის კოცნა


ფილმს სხვა რეალობაში გადავყავართ. სერგეი ბოდროვმა შეძლო შეექმნა ზღაპარი, და თან ძალიან რეალისტური - ფანტაზია და ცხოვრება  ერთ დიდ გორგალში გადაეხლართა ერთმანეთს.


 ისტორია,  ატმოსფერო,  მსახიობების ოსტატობა,  დაუვიწყარი მუსიკა... სერგეი ბოდროვის  ერთდროულად მხეცური და ადამიანური თვალები; მთავარი გმირი ქალის ღიმილი, რომელიც იმედს, ტკივილსა და სიყვარულს ერწყმის - ყველაფერი ეს გვაიძულებს, დავივიწყოთ რეალობა და მთლიანად ჩავერთოთ სიყვარულის ლამაზ და სევდიან ზღაპარში, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს.



შემოდგომის ლეგენდები


ეს ერთ-ერთი ის ფილმია, რომელიც ფინალური სცენის შემდეგ კიდევ დიდხანს გემახსოვრებათ.


ფილმი იმდენად პროფესიონალურადაა გადაღებული, იმდენად ოსტატურად ითამაშეს მსახიობებმა, შესაძლოა,  მას ასმეექვსეჯერ უყურებდე, სულერთია, იმასვე განიცდი, რაც პირველად ნახვისას შეიგრძენი.


„შემოდგომის ლეგენდები”  რეალური ადამიანების ისტორიაა, რომლითაც ჩვენ  მთელი 133 წუთის განმავლობაში ვცხოვრობთ.



რომეო და ჯულიეტა


დიდებული შექსპირის დიდებული ნაწარმოების დიდებული ეკრანიზაცია. იდეალური რომეო თითქოს წიგნის ფურცლებიდან გადმოვიდა, რომელსაც გვერდით თავისი შეყვარებული, ახალგაზრდა და ლამაზი ჯულიეტა მოჰყვება. ვერონა ფილმში ძალიან მომხიბვლელია.


 ყველაფერი ერთდროულად ისეთი ახალგაზრდა და ხანდაზმულია, როგორც შეყვარებულთა გრძნობები, რომლებსაც ერთად ყოფნა არ შეუძლიათ.


და, რა თქმა უნდა, მუსიკა... ნინო როტას ჟადოსნური მელოდიები.



სამსახურებრივი რომანი


”სამსახურებრივი რომანი” ის ფილმია, რომლის ყურებაც არასდროს გბეზრდება და ყოველ ჯერზე ძალიან საინტერესოა.


შესანიშნავი და საყვარელი მსახიობები, რომლებმაც ქარიზმატული სახეები შექმნეს; რეპლიკები, რომლებიც ზეპირად ვიცით, არაჩვეულებრივი მუსიკა და ლექსები; წარსული ეპოქის შემოდგომის ქალაქის ნათელი კადრები... ეს ფილმი ხალხის საგანძურია.



წყარო


სამი ისტორია დროის სამ სხვადასხვა შუალედში, ისტორიები ერთი ადამიანის უანგარო გრძნობების შესახებ.


თითოეული ისტორიას ცალკე ფილმი უნდა მიეძღვნას, თითოეული მათგანი  ოსკარს ცალკე იმსახურებს. თუნდაც მხოლოდ თავისი გულახდილობის, თუნდაც მხოლოდ სიყვარულისთვის.



სახლი ტბასთან


ფილმი ორი ადამიანის სიყვარულზეა, რომელთაც დიდი მანძილი აშორებთ, მაგრამ მანძილი არა კილომეტრებით, არა ქალაქებით, არამედ დროით გამოითვლება.


ორიგინალური ისტორია უბრალოდ, მაგრამ ლამაზადაა გადაღებული და შესანიშნავი მუსიკა იმდენად ფაქიზად ერწყმის გამოსახულებებს, რომ ისინი ერთი მთლიანი ხდება. ამიტომაც ”სახლი ტბასთან” ძალიან ნაზი, რომანტიკული, მგძნობიარე და დასამახსოვრებელია.



ერთი დღე


ეს  არის ჰიმნი ნათელ გრძნობებზე, რომანტიკაზე,  გაჟღენთილი ძველი წიგნების სურნელით, ბალახის სიმწვანით, ქარის სიმღერით, სიცილით, ღიმილითა და თვით ცხოვრების გულწრფელობით - ასე აღვწერდი ამ ფილმს. შემოქმედი, სულში ჩამწვდომი, გამაოგნებლად ნათელი ფილმი ცხოვრებაზე, ლამაზი ზღაპარი... 


თვით ცხოვრება ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.




ქარწაღებულნი


არსებობს კარგი ფილმები და არსებობს შედევრები. ”ქარწაღებულნი” შედევრია, ისტორია ძლიერი სულის ქალზე, რომელიც სხვებს არ ჰგავს და ისეთ დაბრკოლებებს უმკლავდება, რომლებსაც ზოგიერთი მამაკაციც ვერ დაძლევდა.




ცხრა-ნახევარი კვირა


ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო ცხოვრებაში ერთხელ მაინც. უყურო ახალგაზრდა მიკი რურკის, მომხიბლავი კიმ ბეისინჯერისა და მათი ყოვლისმომცველი ვნების გამო.


ვნება  გონებასა და განსჯაზე ძლიერია, ძლიერია ფიქრებზე, შიშზე, სიძულვილსა და სიყვარულზე. წუთიერად თუ წამიერად, ანდაც ცხრა-ნახევარი კვირის განმავლობაში, ის ყველაფერზე ძლიერია ამ სამყაროში.




ვანილის ზეცა


ფილმი ნამდვილ სიყვარულზე.


წამიერად წარმოშობილი სიყვარული მთავარი გმირის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და სრულიად განსხვავებულია იმისაგან, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ.


სიყვარულისათვის რეალობაზე უარის თქმაც შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ეს გრძნობა აზროვნების მზაკვრული თავსატეხი გახდება. ერთადერთი გამოსავალი თვალების ფართოდ გახელაა.



 


ცისფერი ვალენტინი


შეშლილი ფილმი, თუმცა რეალური, როგორც ამინდი ფანჯრის მიღმა. ის სიყვარულზეა.


დინი (რაიან გოსლინგი) და სინდი (მიშელ უილიამსი) სიყვარულის ზღვაში ცურავდნენ, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ისინი გრძნობებისგან დაიცალნენ. მათი სიყვარული  გაურკვეველი სახით ტრანსფორმირდა  და უკვე ამძიმებდა მათ სულებს.


საინტერესოა, შეძლებს თუ არა ორი ახლობელი ადამიანი, შეინარჩუნოს და აღადგინოს ვნებისა და სიყვარულის სათუთი ურთიერთდამოკიდებულება.  


ამ ფილმში არ თამაშობენ ჰიპერპოპულარული მსახიობები, ვერც ძვირადღირებული სპეცეფექტებს იხილავთ და არც შიშველი სცენები შეგხვდებათ. სამაგიეროდ, არის ის, რასაც კინემატოგრაფიამ თითქმის სულ გადაგვაჩვია - ნიჭიერი რომან კარიმოვი.


 


 


არაადეკვატური ხალხი


ერთი იყო ფილმის რეჟისორიც, სცენარისტიც, მემონტაჟეც და მუსიკის ავტორიც.


 ნიჭიერმა მსახიობებმა ბუნებრივად და ცხოვრებისეულად განასახიერეს არაადეკვატური ადამიანები, ამიტომ სიყვარულიც ფილმში ისეთივეა, როგორიც ცხოვრებაში - არც მეტი, არც ნაკლები. 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?