ცხოველთა სამყაროს ახალად აღმოჩენილი წარმომადგენლები

საკნატუნო ამბები

16 იანვარი 14:30, 2015 წელი

ეს ცხოველები მეცნიერება 2014 წელს აღმოაჩინეს.

Cebrennus rechenbergi - აკრობატი ობობა


       ბიონიკის გერმანელმა პროფესორმა ინგო რეხენბერგმა Cebrennus rechenbergi აღმოაჩინა, რომელიც მაროკოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს.


აკრობატი ობობა ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და ციცინათელებით იკვებება. როდესაც საფრთხეს გრძნობს, გარბის. ალბათ იტყვით, რომ ამაში საოცარი არაფერია. მაგრამ როცა ნახავთ როგორ დარბის, ნამდვილად გაოგნდებით. სირბილისას იყენებს ე.წ ფლიკ-ფლაკ მეთოდს, ანუ აკრობატული ილეთების სერიებს და, ამასთან,  წამში 2 მეტრ სიჩქარეს ავითარებს.


 


 Antechinus arktos   - ავსტრალიის ბინადარი პატარა ჩანთოსანი ცხოველი  


Antechinus arktos პატარა ჩანთოსან თაგვს მოგაგონებთ. ის ღამის ცხოვრებას ამჯობინებს. იკვებება მწერებით. ბინადრობს  ავსტრალიის Springbrook-ის ნაციონალური პარკის მაღალმთიან ადგილებში. აქვს ყავისფერ-ნარინჯისფერი ბეწვი, გრძელი შავი კუდი და შავი თათები. აღმოაჩინა ენდრიუ ბეიკერმა.


 


Pelagia Benovici - მედუზა


გასული წლის შემოდგომაზე ვენეციის ნაპირებთან მეთევზეები უცნაურ მედუზებს იჭერდნენ. მედუზებმა, რომლებიც მოყვითალო-ქარვისფრად ბრწყინავდნენ, სწავლულების ყურადღება მიიქციეს. ისინი მედუზათა ახალ სახეობას - Pelagia Benovici მიაკუთვნეს.


 


Macroscelides  miscus - მხტომელთა ახალი სახეობა მოკლეყურიანთა გვარიდან


ისინი გრძელცხვირა თაგვებს მოგვაგონებენ, მაგრამ სინამდვილეში სპილოების ახლო ნათესავები არიან. ცხოველთა ეს ახალი სახეობა მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომელსაც ჯონ დუმბაქერი ხელმძღვანელობდა.


საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერებმა ამ პატარა ცხოველებს ნანიბში სხვადასხვა დროს  50-დან 200-ამდე ხაფანგი დაუგეს. სატყუარად იყენებდნენ მიწის თხილის ზეთსა და ჭვავის ბურბუშელას. შედეგად 21 მხტომელი დაიჭირეს, რომელთაგან 15 ახალი სახეობა Macroscelides miscus აღმოჩნდა.


 


Rhinella yunga - პერუს გომბეშო


ახალი გომბეშო პერუს ნესტიან ტროპიკულ ტყეებში აღმოაჩინეს. გომბეშოს დაარქვეს Rhinella yunga. Yunga კეჩუას ხალხთა ენაზე „თბილ ველს“ ნიშნავს. გომბეშო პერუს ცენტრში, ლიმას დასავლეთით, გარდამავალი ტყის ზონაში ბინადრობს.


 


Pithecia pissinati - მაიმუნი


ძუძუმწოვრების ახალი სახეობების აღმოჩენა იშვიათი რამაა, თუმცა 2014 წელს მეცნიერებმა სამხრეთ ამერიკაში მაიმუნის 5 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ესენი პატარა მაიმუნებია, გრძელი ფუმფულა კუდით, შიშველი შავი ცხვირ-პირით. ისინი პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობენ. როგორც წესი, ჯგუფში მოზრდილი წყვილი და რამდენიმე პატარა მაიმუნი ბინადრობს.


 


Paroedura hordiesi - გეკონი


მადაგასკარი გეკონების ათეულობით სახეობითაა დასახლებული. გერმანელ-ფრანგი მეცნიერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კიდევ ერთი სახეობა  Paroedura hordiesi აღმოაჩინა. გეკონები ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ, რასაც მათი ვერტიკალურად განლაგებული თვალები მოწომობს. სხვა გეკონებისაგან Paroedura hordiesi- ს განსაკუთრებული განმასხვავებელი ოთხკუთხა კიდურებია.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?