შავი სია: 7 პროდუქტი, რომელთა ჭამაც უზმოზე არ შეიძლება

საკნატუნო ამბები

2 თებერვალი 12:00, 2015 წელი

როგორ იგრძნობთ თავს დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული თქვენს საუზმეზე.

დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, დილა სწორი საუზმით უნდა დაიწყოთ.


FunTime წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომლებიც უზმოზე არასდროს უნდა მიირთვათ.


 


 


1) ციტრუსი



ციტრუსებს არასასურველი თვისება აქვთ - ადამიანებში ალერგიას იწვევენ. მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი, დილით მირთმეულმა ცუტრუსმა შესაძლოა, მსუბუქი გამონაყარი გამოიწვიოს. არ შეიძლება ასე სერიოზულად დატვირთო ღვიძლი, ციტრუსი უზმოზე კი ზუსტად ასეთი არასასურველი დატვირთვაა.


 


2) ბანანი



ბანანი განთქმულია მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს. მაგრამ უზმოზე მისი ჭამა რეკომენდირებული სულაც არ არის. მშიერ კუჭზე ბანანის ჭამით შესაძლოა, კალი-მაგნიუმის ბალანსი დაარღვიოთ, ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, ბანანით დაწყებული დილის შემდეგ მთელ დღეს მოდულებული თუ იქნებით.


3) ცოცხალი ბოსტნეული



ცოცხალი ბოსტნეულის საუზმემ შესაძლოა, გასტრიტისა და წყლულის პროვოცირება მოახდინოს. საქმე იმ მჟავებშია, რომლებსაც ახალი ბოსტნეული შეიცავს. ისინი კუჭის კედლებს აღიზიანებს.


 4) იოგურტი



მართალია, უზმოზე რომ იოგურტი მიირთვათ, ისე არ დაზარალდებით, როგორც, მაგალითად, ციტრუსის ჭამისას, მაგრამ ვერც რამენაირ სარგებელს ნახავთ. ორგანიზმს არ სჭირდება დამატებითი ბაქტერიები დილით. სჯობს, იოგურტი დღის განმავლობაში, ანდაც საღამოს მიირთვათ.


5) ცივი სასმელები



ცივი წყალი საჭმლის მონელებაზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ ცივი სასმელები ჭამისას არ უნდა დალიოთ. თუ საუზმეს ცივ სასმელს მიაყოლებთ, საჭმლის მონელების პროცესი მთელი დღის განმავლობაში შეფერხდება.


6) ტკბილეული



ადვილი შესაძლებელია, ხალხი, რომელიც ახლა დიაბეტით იტანჯება, წარსულში ტკბილი საუზმის მოყვარული ყოფილიყო. კუჭქვეშა ჯირკვალი დილით საჭირო რაოდენობის ინსულინს ვერ გამოყოფს, ამიტომ ტკბილი საუზმე მშიერ კუჭზე შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.


 


7) ყავა



ყავა უზმოზე ვის არ დაულევია? არადა ისეთი მავნებელია...


ყავა აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, რამაც შეიძლება გასტრიტი გამოიწვიოს. ღიზიანდება ღვიძლიც. მას უწევს სერიოზული გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება მაშინ, როცა ჯერ ბოლომდე არც “გამოფხიზლებულა”. არც კუჭქვეშა ჯირკვლისთვისაა უზმოზე ყავა კარგი. ასე რომ, დასკვნა: დალიეთ ყავა, მაგრამ მხოლოდ სრულფასოვანი საუზმის შემდეგ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?