სილამაზე/ჯანმრთელობა

ბროწეულის სარგებელი - ეს, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ

fun time

12:00 ოთხ. 16 თებერვალი, 2022 წელი

ბროწეულის სამკურნალო
თვისებები

14
დაკოპირებულია

სამოთხის ხე, რომელიც კვიპროსზე დარგო აფროდიტემ; ნაყოფი, რომლის წვენსაც „სასიყვარულო ნაყენს“ უწოდებენ და ყიდიან, როგორც უძლიერეს აფროდიზიაკს - ეს ბროწეულია!

ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ათასობით მითი და თქმულება არსებობს. ჩვენ მხოლოდ რეალურ ფაქტებს გაგიმხელთ.

1) ბროწეული ააქტიურებს ჰორმონებს

ზეთი, რომელსაც ბროწეულის კურკები შეიცავს, ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. რეკომენდებულია, მიირთვათ ბროწეულის კურკები, განსაკუთრებით კი მტკივნეული მენსტრუაციის, თავის ტკივილისა და კლიმაქსის დროს.

2) ბროწეული ბუნებრივი ინსულინია

ბროწეულის ნაყოფი ერთ-ერთია იმ ტკბილი ხილიდან, რომელიც არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ სასარგებლოცაა დიაბეტით დაავადებულთათვის. ჭამის წინ, დღეში 4-ჯერ, ნახევარი ჩაის კოვზი ბროწეულის წვენის მიღებას სისხლში შაქრის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეუძლია.

3) ბროწეული ამაღლებს ჰემოგლობინს

ბროწეული ოდითგანვე ანემიის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებად არის აღიარებული. ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლნაკლულნი არიან, რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე ნახევარი ჭიქა განზავებული ბროწეულის წვენის მიღება.

4) ბროწეული ადეზინფიცირებს პირის ღრუსა და ყელს

ანგინის, ფარინგიტის და სტომატიტის დროს სასარგებლოა პირის ღრუში ბროწეულის კანის ნახარშის ან ბროწეულის წვენის გამოვლება. ქერქის შემადგენელი ნივთიერებები ხსნის ტკივილს, ორგანული მჟავები კი ანადგურებს ინფექციას.

5) ბროწეული ამცირებს წნევას

ბროწეულის მარცვლები ნამდვილი აღმოჩენაა ჰიპერტონიკებისთვის, რადგან ისინი არტერიულ წნევას დაბლა ისე წევენ, რომ ორგანიზმში არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევენ. თუ ბროწეულის ნაყოფის გამომშრალ გარსს ჩაიში ჩაუმატებთ, ნერვული სისტემის დაწყნარებას, შფოთვისგან გათავისუფლებასა და ღამის ძილის მოწესრიგებას შეძლებთ.

6) ბროწეული შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალება

კარაქსა ან ზეითუნის ზეთში შეზავებული ბროწეულის ოდნავ მოხალული და დანაყული ქერქის ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც სახის კანი ცხიმიანი აქვს, აწუხებს ფერიმჭამელები ან აქვს ჩირქოვანი გამონაყარი.

ბროწეულის გამომშრალი ქერქით შეიძლება, ეფექტურად ვუმკურნალოთ დამწვრობას ან ჭრილობას.

7) ბროწეული ხსნის ანთებას

ბროწეულის ქერქის ნახარში სასარგებლოა სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს (თირკმელების, ღვიძლის, ყურების, თვალების, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოების). მისი მომზადებისთვის საჭიროა 2 ჩ. კოვზ დანაყულ ქერქს დავასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის აბაზანაზე 30 წუთი ვადუღოთ. შემდეგ გამოვწუროთ და გავაზავოთ ადუღებული წყლით. 50 გრ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე უნდა მივიღოთ.

8) ბროწეულს გამოაქვს რადიაცია

ბროწეულის წვენი რაციონის შეუცვლელი ელემენტია მათთვის, ვინც რადიოაქტიურ იზოტოპებთან მუშაობს ან მომატებული რადიაციის ზონაში ცხოვრობს.

9) ბროწეული, როგორც ჭიის წამალი სახლის პირობებში

მწიფე ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, რომლებიც ჭიების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედებით ხასიათდებიან. მუცლის ჭიისგან გასათავისუფლებლად 40-50გ დანაყილი ქერქი 400გ ცივ წყალში 6 სთ-ის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ. შემდეგ ადუღოთ ნელ ცეცხლზე, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. გაციებული ნახარში გავწუროთ და ვსვათ პატარა ულუფებით 1 საათის განმავლობაში. ერთი საათის შემდეგ მიიღეთ კუჭის ამშლელი საშუალება და 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.

10) ბროწეული, როგორც დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

ბროწეულის ნაყოფიც და ქერქიც ხასიათდება შემკვრელი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ დიარეის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. უფროსებისთვის რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ გამომშრალი დანაყილი ქერქის მცირე რაოდენობით მიღება. ბავშვებისთვის ამავე მიზნით საკმარისია ახლად გამოწურული, წყალში განზავებული წვენი. ინფექციური დიარეის დროს ბროწეულის ხის ქერქის შემცველი პოლიფენოლები ეფექტურად ამცირებენ დეზინტერიის ჩხირებს და სხვა გამაღიზიანებლებს.

⭕⭕⭕

ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა ზამთრისთვის

რა მიგვანიშნებს იმას, რომ ორგანიზმს ვიტამინები აკლია?

კომშის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი