პინგივნებისათვის სამოსის ქსოვა საკმაოდ უცნაური, თუმცა სასარგებლო ჰობია და ამ საქმით მსოფლიოს გარშემო ბევრი აქტივისტია დაკავებული. საქმე ისაა, რომ პინგვინები ხშირად იღუპებიან ოკეანეში ნავთობის ჩადინების გამო. ნაქსოვი ზედები ათბობს პინგვინებს, რომლებიც კარგავენ კანის საშუალებით ტემპერატურის ბუნებრივი რეგულაციის უნარს. ამავე დროს, სვიტერი არ აძლევს პინგვინს საშუალებას, ნავთობით დასვრილი კანი თავად გაისუფთაოს და ამით მისი მოწამვლის შანსებს ამცირებს.