ტალანტი მამისგან ერგო მემკვიდრეობით და უკვე 15 წლის თავის ნიჭს ქალაქ ანტვერპენის ხელოვნების სამეფო აკადემიაში სრულყოფდა.
სწავლის დასრულების შემდეგ პიტერმა დიზაინერისა და ილუსტრატორის როლები მოირგო, ბოლო წლებში კი ყვავილების ნატურმორტების ხატვას მიჰყო ხელი.
თითოეული ნახატი, თავისი პეიზაჟებითურთ, სპონტანურად იბადება. „ყვავილი ბუნების საუკეთესო შემოქმედებაა. მე ვარდები მიყვარს მათი არისტოკრატიული აურის გამო“, - ამბობს მხატვარი.
ჩვენ პიტერის 14 ფოტოს გიჩვენებთ, რომლებიც თავისი რეალისტურობით უდავოდ გაგაოცებთ.