რა გავლენას ახდენს დაბადების თვე სექსუალურ ცხოვრებაზე? (12 ფოტო)

საკნატუნო ამბები

5 სექტემბერი 23:00, 2015 წელი

ასტროლოგები გვიმტკიცებენ, რომ წლის გარკვეულ თვეში დაბადებული ადამიანები გამორჩეულად ვნებიანები და კრეატიულები არიან საწოლში.

იანვარში დაბადებულებს კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ შემთხვევით სექსთან, მაგრამ, თუკი მათ ვინმე ნამდვილად მოეწონებათ, ყველაფერს გააკეთებენ მის „ხელში ჩასაგდებად“. იანვრის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს უყვართ საწოლში „თამაში“. სექსექსპერიმენტებით და სხვადასხვა ტიპის სექსუალური „ოინებით“ მათ მორიელებსაც კი ადარებენ.


 


თებერვალში დაბადებულები ავანტიურისტები არიან. ძალიან ვნებიანები კი არიან, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ვნება გამოახატვინოთ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. სექსში ემოციური კომპონენტის „ჩართვა“ მათთვის ყველაზე რთულია. არა იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს გრძნობენ, უბრალოდ, სხვა ადამიანთან კონტაქტში ადვილად შესვლა მათთვის ძალიან რთულია.


 


მარტში დაბადებულებს უყვართ საწოლში „კოტრიალი“ და სექსი მათ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ისინი მთელი გრძნობით ურთიერთობენ პარტნიორთან და მათთვის სექსი არა მხოლოდ ფიზიოლოგია, არამედ ორი სულის შერწყმაა.


 


აპრილში დაბადებულებს მარსი მართავთ და სწორედ ამიტომ, მათთან სექსი ვნებიანი, ცხელი და მომაჯადოებელია. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ერთი „მაგრამ“. როდესაც ვნება „კვდება“, მის „გაცოცხლებას“ ყოველთვის  ახალი პარტნიორის მოძიებას ამჯობინებენ.


 


მაისში დაბადებულები სექსში ყველაზე მეტად კომფორტს, მგრძნობელობასა და სითბოს აფასებენ. როგორც წესი, ამ თვეში დაბადებულები არ მიისწრაფვიან ორგაზმისკენ, მათთვის ფასეული თავად „პროცესია“. მათ ან აუჩქარებელი პრელუდია, სანთლები, ატლასის თეთრეული სჭირდებათ, ან - არაფერი. ამ შემთხვევაში მათთვის კომპრომისი არ არსებობს.


 


თუკი ივნისში დაბადებულ ბიჭს აირჩევთ პარტნიორად, მზად იყავით ნებისმიერი სექსუალური პოზის გამოსაცდელად, რადგან ის ძალიან ცნობისმოყვარეა და უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს. ის არ არის იმდენად გამომგონებელი, როგორც იანვარში დაბადებულები, მაგრამ, თუკი მასთან „უხამს“ თემებზე წამოიწყებთ საუბარს - უარს არ გეტყვით. და თუკი სატელეფონო სექსს შესთავაზებთ, ის თქვენ სამუდამოდ შეგიყვარებთ.


 


ივლისში დაბადებულებისთვის სექსი - ემოციური კომპონენტია. ის იმ შემთხვევაში დაიჭერს პარტნიორთან სექსუალურ კავშირს, თუკი აბსოლუტურად დაცულად იგრძნობს თავს. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი პარტნიორი ბოლომდე დააკმაყოფილოს, რადგან სექსში უფრო გაცემას აფასებს, ვიდრე - მიღებას.


 


აქ ორი ვარიანტია: აგვისტოში დაბადებული ან წარმოუდგენლად ეგოისტია, ან წარმოუდგენლად კეთილი. პირველ ვარიანტში ის საკუთარ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, ჩაიცვამს და წავა, მეორეში კი - არ დამშვიდდება, სანამ მისი პარტნიორი სრულყოფილ სიამოვნებას მიიღებს.


 


სექტემბერში დაბადებულები ბუნებით ვნებიანები არიან, მაგრამ საკუთარ ემოციებს მკაცრად აკონტროლებენ - მალე მოდუნება და ორგაზმამდე სწრაფად მისვლა მათ, პრაქტიკულად, არ გამოსდით, ამისთვის დრო სჭირდებათ, ხანდახან - დიდი დრო. ამ თვეში დაბადებულები იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, ვინც პირველივე პაემანზე თანხმდება ინტიმურ ურთიერთობებს, მაგრამ, თუკი მათ ნამდვილად უყვართ, აკრძალვები და ტაბუ სექსში მათთვის არ არსებობს.


 


ოქტომბერში დაბადებულებს უყვართ დაუსრულებელი საუბრები და შეუძლიათ, გესაუბრონ იმის შესახებაც, როგორი სექსი გექნებათ და რას იგრძნობთ მასთან ურთიერთობის შემდეგ. უყვართ აუჩქარებელი სექსი. ვნებით დიდად არ გამოირჩევიან, მაგრამ ამის კომპენსირებას ლამაზი და რომანტიკული პრელუდიებით ახერხებენ.


 


ნოემბერში დაბადებული ადამიანი „ველური სექსის“ ცოცხალი განსახიერებაა. მათ იციან, რა უნდათ, სრულად სარგებლობენ პარტნიორით და თავადაც ზრუნავენ პარტნიორის სრულ სიამოვნებაზე. მოსინჯავენ ყველაფერს, რის წარმოდგენაც კი შესაძლებელია სექსში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ გამოეპაროთ სიახლე და თქვან: „ეს მე უკვე მქონდა“.


 


დეკემბერში დაბადებულები საწოლში სუპერგამომგონებლები არიან, უყვართ სექსსცენების დადგმა და სხვადასხვა როლების ინიცირება. სექსი მათთან მხიარული და არაპროგნოზირებადია, მაგრამ უფრო ღრმა და ძლიერი კავშირის დამყარება მათთან ხშირად ძალიან რთულია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?