ამ ზღაპრის ავტორი შვეიცარიელი ფოტოგრაფი ჯონ ვილჰელმია, ზღაპრის გმირები კი - მისი სამი შვილი - იუნა, მილა და ლუ არიან. ჯონი არაპროფესიონალი ფოტოგრაფია, მას, უბრალოდ, მოსწონს ფოტოების გადაღება და საყვარელ საქმეს პროფესიონალურად ეკიდება. მის ნამუშევრებს ზღაპრულ და ფანტასტიკურ სამყაროში მიჰყავხართ, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი დასაშვებია, ყველაზე არარეალური და არაორდინარულიც კი.