გენიალური ხერხები ტანისამოსის მოსავლელად (12 ფოტო)

საკნატუნო ამბები

18 სექტემბერი 11:00, 2015 წელი

თუ გსურთ, რომ ტანისამოსი დიდხანს ატაროთ, თან ისე, რომ ახალივით გამოიყურებოდეს, ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ.

როგორც წესი, საყვარელი ტანსაცმელი ხშირად იმიტომ ფუჭდება, რომ მას შესაბამისად არ ვუვლით. არასწორი რეცხვა, წმენდა, შენახვა და დაუთოება მას ფორმასა და ფერს  უკარგავს. ამიტომაც გვიწევს ხოლმე საყვარელ კაბასთან, მაისურთან თუ შარვალთან მოულოდნელად დამშვიდობება.


 

საკიდზე ჩამოკიდებული სვიტერი არასოდეს გაიწელება მხრებისა და მკლავების ადგილას.


 


გამოიყენეთ საკიდები ზომების მიხედვით. თუკი საკიდი ძალიან გრძელია, მასზე ჩამოკიდებული პიჯაკის ან სვიტერის სახელურები აუცილებლად გაიწელება.


 


იმისთვის, რომ ფუმფულა სვიტერის ბუსუსები სხვა ტანისამოსზე ან თუნდაც ავეჯზე არ გადავიდეს, ჩადეთ პოლიეთილენის ტომარაში, შეკარით და მოათავსეთ საყინულეში 3-4 საათით.


 


ყოველთვის შეკარით ელვა ტანისამოსის გარეცხვამდე, რათა კბილანებით სხვა ტანსაცმელი არ დააზიანოს.


 


თუკი რეცხვის დროს სარეცხ მანქანაში ოდნავ მარილს დაამატებთ, ის ტანისამოსს ხასხასა ფერს დიდხანს შეუნარჩუნებს.


 


იმისთვის, რომ ფეხსაცმელმა ფორმა არ დაკარგოს, მოათავსეთ მასში ძველი გაზეთები ან უბრალო ქაღალდები.


 


კოლჰოტზე შესხურებული თმის ლაქი მას სიმკვრივეს შეუნარჩუნებს და ადვილად არ გაიხევა.


 


იმისთვის, რომ ტანისამოსს ღილი არ მოსძვრეს, გადაუსვით მას გამჭვირვალე ლაქი და მიკერებული ღილი უფრო გამაგრდება.


 


შეიკარით ბიუსტჰალტერი უკანა მხრიდან. წინ შეკრული და შემდეგ შემობრუნებული ბიუსტჰალტერი ხშირად იწელება და ფორმას კარგავს.


 


თეთრეულისთვის განკუთვნილი კონდიციონერის ტანისამოსზე გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. განსაკუთრებით, სპორტულ ტანსაცმელზე, რადგან კონდიციონერის დამარბილებელი ეფექტი სპორტული ტანსაცმლის შემადგენელი სპეციალური მასალების ეფექტურობას ამცირებს.


 


თუკი ბიუსჰალტერის გასარეცხი სპეციალური კონტეინერი არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბალიშის პირით.


 


იმისთვის, რომ კარადაში უსიამოვნო სუნი გააქროთ, შეასხურეთ შიგ წყალგარეული არაყი (ერთ წილ არაყზე ორი წილი წყალი).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?