„ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ინგლისური თარგმანი უკვე გამოვიდა

საკნატუნო ამბები

28 სექტემბერი 15:00, 2015 წელი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თარგმანი არა მარტო ფართო მკითხველის, არამედ ლიტერატურათმცოდნეების მოწონებასაც დაიმსახურებს.

ბოლო 40 წლის მანძილზე, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი პოეტური, ინგლისური თარგმანი გამოვიდა, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.  წიგნის პრეზენტაცია  2015 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  გაიმართება.


ახალი  გამოცემა მოამზადა გამომცემლობა „პოეზიამ“. „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები  პროფესორმა დოდონა კიზირიამ შეასრულა. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული  და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები. შესაბამისად, დაარედაქტირა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ. 


1-7 ოქტომბერს, ლონდონში, ქართული ფილმის ფესტივალის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის განხილვა გაიმართება, რომელშიც მთარგმნელ ლინ კოფინის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელი - ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. სტროფებს წაიკითხავს ცნობილი ინგლისელი მსახიობი დაიან ქვიქი. ქართული ფილმის ფესტივალზე ახალი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია 4 ოქტომბერს გაიმართება.


ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ლინ კოფინი 1943 წელს დაიბადა. დღემდე გამოქვეყნებული აქვს პოეზიის სამი კრებული. მისი ლექსები, ესსეები, მოთხრობები და პიესები პერიოდულ გამოცემებში უკვე წლებია, იბეჭდება. ის მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში, იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან ერთად. გია ჯოხაძის მიერ თარგმნილი მისი ლექსების კრებული 2012 წელს თბილისშიც გამოიცა.


ლინ კოფინს მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. ლინ კოფინისეული თარგმანი გამოყენებულ იქნა ნობელის კომიტეტის მიერ ჩეხი პოეტის იაროსლავ სეიფერტისთვის პრემიის მინიჭებისას 1984 წელს.


ლინ კოფინს, ასევე, თარგმნილი აქვს ანა ახმატოვა, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტები. რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.


2013 წელს დ. კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოიცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია”, რომელშიც შევიდა ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები. კოფინმა, ასევე, თარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლები – დათო ბარბაქაძე, გიორგი კეკელიძე, გივი ალხაზიშვილი, ზაზა აბზიანიძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?