Radoslaw Pujan - კრეატიული და ორიგინალური პოლონელი ფოტოგრაფი, რომელიც თავისი შემოქმედებით, უდავოდ, გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ ის შესანიშნავი კადრების ავტორია, კიდევ ერთი ფაქტი, რითიც ყურადღებას იქცევს, მისი მუშაობის პროცესია. ციფრული ტექნოლოგიის განვითარების მიუხედავად, ის ფოტოაპარატ Hasselblad 2000-ის მფლობელია და უპირატესობას ფირზე მუშაობას ანიჭებს.