მდინარე საკ-აქტუნი ორმა ამერიკელმა მყვინთავ-სპალეოლოგმა 1989 წელს აღმოაჩინა. მდინარე, დაახლოებით, 65 მილიონი წლის წინათ მეტეორიტის ჩამოვარდნის დროს შეიქმნა, რამაც მიწის ზედაპირზე მრავალი დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, ბზარები და ღრმულები, რომლებიც შემდეგ წვიმის წყლით ივსებოდა.
ამ დროისთვის, მიწისქვეშა გამოქვაბულის სიგრძე 317,5 კილომეტრია, აქედან 311,7 დატბორილია. საკ-აქტუნი (Sac Actun) მაიას ტომის ენიდან ითარგმნება როგორც „თეთრი გამოქვაბული“.
მიწისქვეშა მდინარე გამდიდრებულია სასარგებლო მინერალებით. წყალი კრისტალურად გამჭვირვალეა და მისი ტემპერატურა 23-24 გრადუსს შეადგენს. ეს ბუნების საოცრებაა, რომელშიც გიგანტური კრევეტები, ლოქოები, კიბორჩხალები და ღამურის რამდენიმე სახეობა ბინადრობს.
საკ-აქტუნი კინტანა-რიოს შტატის ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელიც ცხადში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ, რათა მისი წარმოუდგენელი სილამაზე თავად შეიგრძნოთ.