„თიბისი ბანკი“ „აქსისის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს

საკნატუნო ამბები

24 სექტემბერი 15:00, 2015 წელი

„თიბისი ბანკი“ და კომპანია „აქსისი“ ახალ, მასშტაბურ ერთობლივ პროექტს იწყებენ. კომპანიების შეთანხმების თანახმად, ბანკი მრავალფუნქციური კომპლექსის, „აქსის პალას 1“-ის ეზოში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტს დააფინანსებს. პროექტით განსაზღვრულია 7000 კვ.მ ეზოსა და ავტოსადგომების კეთილმოწყობაც.

სავაჭრო ცენტრში სულ მალე ერთ-ერთი გლობალური ბრენდის სუპერმარკეტი განთავსდება. სუპერმარკეტის გარშემო კი კომერციული ფართები განლაგდება.



კომერციული ფართების მშენებლობა ნაწილობრივ დასრულებულია და დასრულებულ ნაწილში ფართების დაქირავება უკვე შესაძლებელია.  
„აქსისის“ სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.


„თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილემ დავით წიკლაურმა და „აქსისის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ ერთობლივი პროექტის შესახებ დღეს „აქსისის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.


 


„თიბისი ბანკი“ „აქსისთან“ წლებია, ნაყოფიერად თანამშრომლობს და დაფინანსებული აქვს არაერთი პროექტი. მოხარული ვართ, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე პროექტი შეემატება“,- ამბობს „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური.



„სავაჭრო ცენტრის მშენებლობა „აქსის პალასი 1“-ის კონცეფციის სრულყოფილად შესრულებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორთან, როგორიც „თიბისი ბანკია“. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ პროექტი წარმატებული იქნება. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და კვლევამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. კომპლექსი სამ მნიშვნელოვან ქუჩას უკავშირდება - ბახტრიონის, საბურთალოსა და გამრეკელის ქუჩებს (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა)“, - აცხადებს „აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე.


„აქსის პალას 1“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ქ. თბილისში, ცინცაძის N12-ში მდებარეობს. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. კომპლექსში, საცხოვრებელ ფართებთან და ოფისებთან ერთად, მოქმედი კომერციული ფართებიც არის განთავსებული.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?