ბრაზილიის ერთ-ერთ სამშობიაროში დაბადებულმა გოგონამ დაბადების პირველივე წუთებში რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. ბებიაქალი, რომელსაც ჩვილი უჭირავს, გაოგნებული ეძახის კოლეგებს: „გოგონა დადის, ღმერთო ჩემო“. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში Arlet Arantes-ის სახელით აიტვირთა, სამი დღის მანძილზე 70 მილიონმა ადამიანმა ნახა.