რობოტი Veebot, რომელიც აშკარად რევოლუციას მოახდენს მედიცინაში, სტენფორდის ასპირანტების რიჩარდ ჰარისის (Richard Harris) და ჯო მაიგეტის (Joe Mygatt) პროექტია. ახლა მასზე პროფესიონალთა დიდი გუნდი მუშაობს, მათ შორის სამედიცინო აპარატურის ისეთი მწარმოებლები, როგორებიც არის Philips და Accuray. მალე Veebot კლინიკურ გამოცდას გაივლის.