ჩრდილოეთის ციალი, იგივე aurora borealis გასაოცარი, მაგიური სანახაობაა. მზიდან გამოტყორცნილი ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ფარში შეჭრისას ეჯახებიან ჟანგბადის, აზოტის, წყალბადისა და სხვა ელემენტების ატომებსა და მოლეკულებს, რის შედეგადაც ცაზე მიიღება ეს აღმაფრთოვანებელი სანახაობა.